დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 20.09.2010
საქმის ნომერი
ა-1632-შ-37-2010
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
20.09.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-1632-შ-37-2010 20 სექტემბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. გ-შვილი

წარმომადგენელი _ ლ. გ-შვილი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის ფიურ სტენფელდბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1985 წლის 28 აპრილს საქართველოში დაბადებული მ. გ-შვილი, მცხოვრები ბამბერგში, მშობლები _ ე. გ-შვილი და ლ. შ-შვილი, შვილად აყვანის გამო, არის 1936 წლის 11 მარტს დაბადებული ჰ. კ-ის, მცხოვრები პუხჰაიმში, და 1944 წლის 22 მარტს დაბადებულ ვ. კ-ის შვილი.

მ. გ-შვილის წარმომადგენელმა ლ. გ-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს და მოითხოვა ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. გ-შვილის წარმომადგენელ ლ. გ-შვილის შუამდგომლობა ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. გ-შვილის წარმომადგენელ ლ. გ-შვილის შუამდგომლობა ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1985 წლის 28 აპრილს საქართველოში დაბადებული მ. გ-შვილი, მცხოვრები 96052 ბამბერგში, მშობლები _ ე. გ-შვილი და ლ. შ-შვილი, შვილად აყვანის გამო, არის 1936 წლის 11 მარტს დაბადებული ჰ. კ-ის, მცხოვრები პუხჰაიმში, და 1944 წლის 22 მარტს დაბადებულ ვ. კ-ის შვილი.

ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 24 დეკემბრიდან.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-შვილის წარმომადგენელ ლ. გ-შვილის შუამდგომლობა ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ფიურსტენფელბრუკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება რომლითაც 1985 წლის 28 აპრილს საქართველოში დაბადებული მ. გ-შვილი, მცხოვრები ბამბერგში, მშობლები _ ე. გ-შვილი და ლ. შ-შვილი, შვილად აყვანის გამო, ცნობილ იქნა 1936 წლის 11 მარტს დაბადებული ჰ. კ-ის, მცხოვრები პუხჰაიმში და 1944 წლის 22 მარტს დაბადებულ ვ. კ-ის შვილად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.