დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ა-308-შ-17-2010 7 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. მ-ერგი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ც. ქ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. მ-ერგი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს _ გერმანიის, დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ერგმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. მ-ერგის მიმართ განქორწინების მოთხოვნით.
გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დიუსელდორფის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს თანამშრომლის მიერ 2002 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი მხარეთა დაქორწინების თაობაზე გაუქმდა, განქორწინებისას ცოლ-ქმრის წილების გათანაბრება ქორწინების პერიოდში შემოსავლების მიუხედავად არ მომხდარა, საპროცესო ხარჯები მხარეებს დაეკისრათ თანაბარწილად.
მ. მ-ერგის წარმომადგენელმა ც. ქ-შვილმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის, დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით მ. მ-ერგის წარმომადგენელ ც. ქ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. მ-ერგის წარმომადგენელ ც.ქ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დიუსელდორფის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს თანამშრომლის მიერ 2002 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი მხარეთა დაქორწინების თაობაზე გაუქმდა, განქორწინებისას ცოლ-ქმრის წილების გათანაბრება ქორწინების პერიოდში შემოსავლების მიუხედავად არ მომხდარა, საპროცესო ხარჯები მხარეებს დაეკისრათ თანაბარწილად.
გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 21 მარტს.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ერგის წარმომადგენელ ც. ქ-შვილის შუამდგომლობა გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის დიუსელდორფის პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2008 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება რომლითაც დიუსელდორფის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ბიუროს თანამშრომლის მიერ 2002 წლის 13 სექტემბერს განხორციელებული ჩანაწერი მხარეთა დაქორწინების თაობაზე გაუქმდა.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.