საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №430აპ-20 ქ. თბილისი
ფ-ა რ-ტ, 430აპ-20 26 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ფ-ისა და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით რ. ფ-ა, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
1.1. საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ფ-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ რ. ფ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ნოემბრიდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. რ. ფ-ამ განიზრახა დაუსაბუთებელი ქონების - ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, რ. ფ-ამ 2016-2017 წლებში დააფუძნა შპს “შ. ზ-ა“ (ს/კ -), შპს „რ. ც-ი“ (ს/კ -) და შპს „გ.“ (ს/კ -), ასევე მამის, ო. ფ-ას სახელით - შპს „რ-ა“ (-), კ. ე-ას სახელით - შპს „კ-ი“ (ს/კ -), ზ. ს-ის სახელით - შპს „გ.“ (ს/ნ -), მ. ხ-ას სახელით - შპს „მ-ი“ (ს/კ -), ხოლო კ. კ-ის სახელით - შპს „ო-ი“ (ს/კ -).
აღნიშნული საწარმოების ფაქტობრივ მართვას ახორციელებდა რ. ფ-ა. რ. ფ-ა, მის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, 2016 წელს შპს „ო-ის“ სახელით გამოყენების მიზნით, ამზადებდა და იყენებდა ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ხის მასალის თითქოსდა შპს „რ-თვის,“ შპს „გ-სთვის“ და შპს -- მიყიდვის თაობაზე.
დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, რ. ფ-ა ყალბ სასაქონლო ზედნადებებში აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბ მონაცემებს. ზემოაღნიშნული მიზნით, რ. ფ-ამ 2016 წელს გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები:
------------------------------------------------------------------------------------------------------
რ. ფ-ა მის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, 2017 წელს შპს „გ.ს“ სახელით გამოყენების მიზნით, ამზადებდა და იყენებდა ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ხის მასალის შპს „რ-სთვის,“ შპს „გ-სთვის“ და შპს „შ. ზ-თვის“ თითქოსდა მიყიდვის თაობაზე; ასევე შპს „გ.ს“ სახელით ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სხვადასხვა საწარმოზე ყიდდა დაუსაბუთებელ ხის მასალას, რითაც ნიღბავდა დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობას. დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, რ. ფ-ა ყალბ სასაქონლო ზედნადებებში აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბ მონაცემებს. ზემოაღნიშნული მიზნით, რ. ფ-ამ 2017 წელს გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები:
--------------------------------------------------------------------------------------------
რ. ფ-ა, მის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, 2017 წელს შპს „მ-ის“ სახელით გამოყენების მიზნით ამზადებდა და იყენებდა ყალბი სასაქონლო ზედნადებებს ხის მასალის თითქოსდა შპს „რ-სთვის“ და შპს „რ. ც-სთვის“ მიყიდვის თაობაზე; ასევე შპს „მ-ის“ სახელით ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სხვადასხვა საწარმოზე ყიდდა დაუსაბუთებელ ხის მასალას, რითაც ნიღბავდა დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობას. დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, რ. ფ-ა ყალბ სასაქონლო ზედნადებებში აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბ მონაცემებს. ზემოაღნიშნული მიზნით, რ. ფ-ამ 2017 წელს გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები:
----------------------------------------
რ. ფ-ა, მის მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, 2017 წელს შპს „კ-ის“ სახელით გამოყენების მიზნით, ამზადებდა და იყენებდა ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ხის მასალის თითქოსდა შპს „რ-თვის,“ შპს „გ-სთვის“ და შპს „შ. ზ-თვის“ მიყიდვის თაობაზე; ასევე შპს „კ-ის“ სახელით ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სხვადასხვა საწარმოზე ყიდდა დაუსაბუთებელ ხის მასალას, რითაც ნიღბავდა დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობას. დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, რ. ფ-ა ყალბ სასაქონლო ზედნადებებში აფიქსირებდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ფირნიშების ყალბ მონაცემებს. ზემოაღნიშნული მიზნით, რ. ფ-ამ 2017 წელს გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები:
---
ზემოაღნიშნული სქემით, შპს „რ-ას“, შპს „გ-ს“, შპს „რ. ც-სა“ და შპს „შ. ზ-ის“ სახელზე შეიქმნა ხე-ტყის შეძენის ყალბი აქტივი, რისი გამოყენებითაც რ. ფ-ა ახდენდა დაუსაბუთებელი ხე-ტყის რეალიზაციას სხვადასხვა შემძენზე. ჯამურად, 2016-2017 წლებში რ. ფ-ას შპს „ო-ის“ სახელით - შპს „გ-ზე“, შპს „შ. ზ-სა“ და შპს „რ-ზე“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე თითქოსდა რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 2 605 446 ლარის ღირებულების 6 809.25 კუბური მეტრი ხის მასალა; შპს „გ.ს“ სახელით - შპს „გ-ზე“, შპს „შ. ზ-სა“ და შპს „რ-ზე“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე თითქოსდა რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 1 914 660 ლარის ღირებულების 4 520.23 კუბური მეტრი ხის მასალა; შპს „მ-ის“ სახელით - შპს „რ-სა“ და შპს „რ. ც-ზე“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე თითქოსდა რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 336 191 ლარის ღირებულების 720.43 კუბური მეტრი ხის მასალა; შპს „კ-ის“ სახელით - შპს „გ-ზე“, შპს „შ. ზ-ზე“ და შპს „რ-ზე“ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე თითქოსდა რეალიზებულად ნაჩვენები აქვს 726 251 ლარის ღირებულების 1609.33 კუბური მეტრი ხის მასალა, რითაც რ. ფ-ამ აღნიშნული კომპანიების დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით.
2017 წელს რ. ფ-ამ ყალბი საგადასახადო ზედნადებების გამოყენებით შპს "გ.ს" სახელით მოახდინა 2 018 575 ლარის ღირებულების 4 165.22 კუბური მეტრი ხის მასალის რეალიზება სხვადასხვა შემძენზე, შპს „მ-ის“ სახელით -1 171 232 ლარის ღირებულების 2 708.45 კუბური მეტრი ხის მასალის, ხოლო შპს "კ-ის" სახელით - 677 346 ლარის ღირებულების 1 397.367 კუბური მეტრი ხის მასალის რეალიზება, რითაც შენიღბა დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობა და მოახდინა ქონების რეალიზაცია. ზემოთაღნიშნული სქემით, ჯამურად, 2016-2017 წლებში რ. ფ-ას მიერ რეალიზებულია 9 449 701 ლარის ღირებულების დაუსაბუთებელი 21 930.277 კუბური მეტრი ხის მასალა, რითაც ყალბი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით.
2.2. რ. ფ-ამ განიზრახა ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება შპს „რ-ს,“ შპს „გ-სა“ და შპს „შ. ზ-ის“ დაუსაბუთებელი ქონების - ხე-ტყის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით. რ. ფ-ა აღნიშნული მიზნით, ყალბ სასაქონლო ზედნადებებში უთითებდა ყალბი წარმოშობის დოკუმენტებს და ფირნიშის ნომრებს, რომელთა შეძენაც საწარმოებს თავის მხრივ არ უფიქსირდებოდა. რ. ფ-ამ გამოყენების მიზნით, შპს „რ-ს,“ შპს „გ-სა“ და შპს „შ. ზ-ის“ სახელით 2016-2017 წლებში დაამზადა და გამოიყენა შემდეგი ყალბი სასაქონლო ზედნადებები:
-------------------------------------------
მსგავსი სქემით, ყალბი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, 2016-2017 წლებში რ. ფ-ას შპს „გ-ს“ სახელით რეალიზებული აქვს 486 365 ლარის ღირებულების 1 065.15 კუბური მეტრი ხის მასალა; შპს „რ-ს“ სახელით - 1 522 225 ლარის ღირებულების 3 224.73 კუბური მეტრი ხის მასალა, შპს „შ. ზ-ის“ სახელით - 862 524 ლარის ღირებულების 1899 კუბური მეტრი ხის მასალა. ჯამურად, რ. ფ-ას მიერ შპს „გ-ს“ ,შპს „რ-სა“ და შპს „შ. ზ-ას“ სახელით 2016-2017 წლებში რეალიზებულია 2 871 114 ლარის ღირებულების დაუსაბუთებელი 6 188.88 კუბური მეტრი ხის მასალა, რითაც რ. ფ-ამ ყალბი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე აღნიშნულ კომპანიების დაუსაბუთებელ ქონებას მისცა კანონიერი სახე, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 6 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.1. რ. ფ-ა გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში.
3.2. რ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ფ-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით რ. ფ-ას საბოლოოდ მოსახდელი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ფ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 15 ნოემბრიდან.
4. კასატორები - მსჯავრდებული და მისი დამცველი ადვოკატი ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანას (სასჯელის ნაწილში), კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
5. კასატორი - პროკურორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანას, რ. ფ-ას დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ წარდგენილი ქმედებების შესაბამისად, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში იზიარებს და აღნიშნავს, რომ რ. ფ-ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
9. პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის, ზომის (დიდი რაოდენობით ყალბი საბუთის დამზადება), დანაშაულის პირობითი მსჯავრის პირობებში ჩადენისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. ფარცვანიას მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ფ-ისა და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი