სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-994-შ-38-07
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ა-994-შ-38-07 4 ივლისი, 2007 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. პ-ს შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ გ. ს-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. პ-მ სარჩელი აღძრა სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა გ. ს-ზე ალიმენტის დაკისრება შვილების: ლ. ს-ისა (დაბ. ...… წელს) და ჰ. ს-ის (დაბ. ... წელს) სასარგებლოდ, ვინაიდან იგი არ მუშაობს და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ბავშვების შენახვა.

მომჩივანის განმარტებით, იგი და გ. ს-ი დაქორწინდნენ 1988 წელს, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ლ. ს-ი დაბ. 12.08.1989 წელს და ჰ. ს-ი დაბ. 9.06.1992 წელს. ა. პ-ა და გ. ს-ი განქორწინდნენ მალათია – სებასტიის პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებით და ბავშვები დარჩნენ დედის მზრუნველობის ქვეშ.

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ს შვილების ლ. და ჰ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 25 000 სრ დრამის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე.

ანაიდა პოღოსოვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ს-ს შვილების ლ. და ჰ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის 25 000 სრ დრამის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. პ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

სომხეთის რესპუბლიკის ქ. ერევანის მალატია _ სებასტიასპირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს-ს შვილების ლ. ს-ის /დაბ. ...წ/ და ჰ. ს-ის /დაბ. ...წ/ სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სტაბილური თანხით, თვიურად 25 000 სომხეთის რესპუბლიკის დრამის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.