დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.06.2021
საქმის ნომერი
2კ-259აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003733538

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №259აპ-21 ქ. თბილისი

ხ–ი ს., 259აპ-21 21 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ ს. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილისა და მსჯავრდებულ ს. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ–ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. მიღებული განაჩენი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე