საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.05.2021
საქმის ნომერი
2კ-195აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100120003894925

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №195აპ-21 ქ. თბილისი

კ–ე ზ., 195აპ-21 18 მაისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ( შემდგომში - სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

მსჯავრდებულ ზ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ჯ–ი შესაგებლით ითხოვს პროკურორ ოთარ სამუნაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვებას.

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ზ. კ–ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 11 ივლისის 16:00 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 3 წლით, 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 11 ივლისის 20:30 საათის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 3 წლით, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 3 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 საათით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 3 წლით.

ზ. კ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2020 წლის 11 ივლისის 22:55 საათიდან 2020 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 11 ივლისს, 14:50 საათზე, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ. გ–მ ზ. კ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №........, რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა რძალთან - ქ. ლ........ი, .........ის ქ.№..-ში მცხოვრებ ე. მ–თან, მის საცხოვრებელსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი იმყოფებოდა. იმავე ორდერით, ზ. კ–ს აეკრძალა ე. მ–თვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზ. კ–ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2020 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე, იგი მივიდა ქ. ლ.........ში, .........ის ქ.№..-ში მდებარე, ე. მ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2020 წლის 11 ივლისს, 14:50 საათზე, შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - რ. გ–მ ზ. კ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი №...., რომლის თანახმადაც, მას აეკრძალა რძალთან - ქ. ლ..........ში, ........ის ქ.№..-ში მცხოვრებ ე. მ–თან, მის საცხოვრებელსა და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც იგი იმყოფებოდა. იმავე ორდერით, ზ. კ–ს აეკრძალა ე. მ–თვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ზ. კ–ემ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2020 წლის 11 ივლისს, 20:30 საათზე, იგი მივიდა ქ. ........ში, .......ს ქ.№..-ში მდებარე, ე. მ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში და მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

2020 წლის 11 ივლისს, 20:30 საათზე, ქ. ლ..........ში, ..........ს ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ. კ–მ, ეჭვიანობის ნიადაგზე, სცემა რძალს - ე. მ–ს, რომელსაც სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა რეზინის მილი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ და ითხოვა მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ზ. კ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა ზ. კ–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთარ სამუნაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე