განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 11.05.2022
საქმის ნომერი
2კ-26-I-22
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.05.2022

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141222005738789

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№261-22 11 მაისი, 2022 წელი

მ. გ. 261-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - არჩილ ტყეშელაშვილის

ადვოკატ - ნ. ს–ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ს–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით გ. მ–ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის მქონე, - დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. მ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. მ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 2.2 მუხლის თანახმად, გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ა. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ. მ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 2.2 მუხლის თანახმად, გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის 2.3 მუხლის თანახმად, გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქ. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ს–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის 2.2 მუხლის თანახმად, გ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ს–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით განახევრდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. კ–ის, ნ. მ–სა და ზ. ვ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით გ. მ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენით გ. მ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაემატა ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. მ–ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 33 წლით;

გ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

საქმეზე გაცხადებული სამოქალაქო სარჩელები დაკმაყოფილდა, კერძოდ:

მოპასუხე გ. მ–ს დაეკისრა მოსარჩელე ლ. ს–ს სასარგებლოდ 22000 აშშ დოლარის გადახდა;

მოპასუხე გ. მ–ს დაეკისრა მოსარჩელე ნ. მ–ს სასარგებლოდ 5500 აშშ დოლარის გადახდა;

მოპასუხე გ. მ–ს დაეკისრა მოსარჩელე ზ. ვ–ს სასარგებლოდ 6600 აშშ დოლარის გადახდა;

მოპასუხე გ. მ–ს დაეკისრა მოსარჩელე გ. კ–ს სასარგებლოდ 7650 აშშ დოლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ძებნილი მსჯავრდებული გ. მ–ი ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეუმცირდა ¼-ით - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამდე;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეუმცირდა ¼-ით - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამდე;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეუმცირდა ¼-ით - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამდე;

მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად:

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით შეუმცირდა ¼-ით - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთამდე;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდა ¼-ით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდა ¼-ით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე;

მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღვეთა 3 წლით გაუნახევრდა - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამდე და საბოლოოდ გ. მ–ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, 7 თვითა და 15 დღით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს–მ საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ძებნილი მსჯავრდებულის - გ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას - ა. მ–ს, ლ. ს–ს, ზ. ვ–ს, ნ. მ–სა და დ. გ–ს ეპიზოდებთან მიმართებით. საჩივარს ერთვის დაზარალებულების: ზ. ვ–ს, ნ. მ–ს, დ. გ–ს და ლ. ს–ს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებები გ. მ–ს მიმართ მათთვის ზიანის სრულად ანაზღაურების და გ. მ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გავრცელებაზე თანხმობის შესახებ.

4. ადვოკატმა ნ. ს–მ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ამასთან დამატებით განმარტა, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა სურვილი დაზარალებულ გ. კ–სთვის ასევე აენაზღაურებინა მიყენებული ზიანი, თუმცა დაცვის მხარემ ვერ შეძლო მისი ან/და მისი ოჯახის წევრების მოძიება.

5. პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა მხარი არ დაუჭირა საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია უნდა აღსრულდეს ამავე კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში, რაც დღეის მდგომარებით გასულია; გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დაზარალებულ გ. მ–ს პოზიცია, რაც გამორიცხავს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების შესაძლებლობას დაზარალებულების - გ. კ–ს, ნ. მ–სა და ზ. ვ–ს ეპიზოდთან მიმართებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; მე-12 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირს, ხოლო მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევისა.

3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.

4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - ლ. ს–სა და დ. გ–ს ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც, ისინი, როგორც გ. მ–ს სისხლის სამართლის საქმის დაზარალებულები, თანახმანი არიან, რომ გ. მ–ს მიმართ გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, მათ შორის, ამნისტიის კანონი. ამასთან, გ. მ–მ სრულად აანაზღაურა მათთვის მიყენებული ზიანი. შესაბამისად, მითითებულ ეპიზოდებში გ. მ–ს მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი და ის უნდა გათავისუფლდეს აღნიშნულ ეპიზოდებში დანიშნული სასჯელებისაგან (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის N111-22 განჩინება).

5. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარეს ასევე წარმოდგენილი აქვს დაზარალებულების - ზ. ვ–სა და ნ. მ–ს იმავე შინაარსის განცხადებები, თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გ. მ–ს ერთ ეპიზოდად დაედო მსჯავრი დაზარალებულების - ზ. ვ–ს, ნ. მ–ს და ასევე გ. კ–ს მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის, ხოლო დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დაზარალებულ გ. კ–ს პოზიცია გ. მ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნულ ეპიზოდთან (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. კ–ს, ნ. მ–სა და ზ. ვ–ს ეპიზოდი) მიმართებით გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული გ. მ–ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. კ–ს, ნ. მ–სა და ზ. ვ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილში განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარის საჩივარი ეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული გ. მ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, შესაბამისად:

4. ძებნილი მსჯავრდებული გ. მ–ი ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ა. მ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ლ. ს–ს ეპიზოდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (დ. გ–ს ეპიზოდი) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან;

მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გ. კ–ს, ნ. მ–სა და ზ. ვ–ს ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 თვითა და 15 დღით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული და შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

მსჯავრდებულ გ. მ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 მარტის განაჩენი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღვეთა 3 წლით გაუნახევრდეს და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 1 თვითა და 15 დღით;

5. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე