საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100121004820414
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №372აპ-22 ქ. თბილისი
ტ. ფ. 372აპ-22 27 მაისი 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ტ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. ფ. ტ–სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2021 წლის 27 მაისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს მე-.. შესახვევი N..-ში, ფ. ტ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილს - მ. ტ–ს, არასრულწლოვანი დების - კ. და მ. ტ–ების თანდასწრებით, კერძოდ, დანა დაუსვა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2021 წლის 27 მაისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს მე-.. შესახვევი N..-ში, ფ. ტ–ი თავის არასრულწლოვან შვილს - მ. ტ–ს აიძულებდა, რომ მისთვის მიეცა ტელეფონი, ასევე, ფიზიკური იძულებით - ორივე ხელი მოკიდა მხრებში, შეანჯღრია და აიძულებდა, ეთქვა ბიჭის სახელი, ვისაც ესაუბრებოდა.
2.3. 2021 წლის 27 მაისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს მე-.. შესახვევი N..-ში, ფ. ტ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ო. კ–ს, კერძოდ, ეჭვიანობისა და იმის გამო, რომ არ აკეთებდა რაც თავად სურდა, მოუღერა დანა და ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. ო. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2021 წლის 27 მაისს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. ქ–ში, ნ–ს მე-. შესახვევი N..-ში, ფ. ტ–მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მობილური ტელეფონი დაუზიანა მეუღლეს - ო. კ–ს, კერძოდ, ეჭვიანობისა და იმის გამო, რომ არ აკეთებდა, რაც თავად სურდა, ო. კ–ს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი კედელზე მიანარცხა, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ფ. ტ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3.2. გამართლებულ ფ. ტ–ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გვანცა ტაბატაძემ მოითხოვა ფ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ოქტომბრის განაჩენი ფ. ტ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 31 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ფ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ფ. ტ–ის გამართლება განაპირობა. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფ. ტ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ფ. ტ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად.
10. სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულებმა - ო. კ–მ და მ. ტ–მა ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
11. დაზარალებულების - ო. კ–სა და მ. ტ–ს გამოკითხვის ოქმების გარდა საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეფასების ვალდებულებისაგან.
12. N.... და N.... შეტყობინების ოქმებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ აღნიშნული შეტყობინებები ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულების - ო. კ–სა და მ. ტ–ს ჩვენებებს, ხოლო განცხადებაში მითითებული გარემოებების არსებობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით უნდა გადამოწმებულიყო
13. ფ. ტ–ისათვის სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა.
14. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში N...... შემაკავებელი ორდერის გარდა, არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ფ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
15. ფ. ტ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა - ო. კ–მ და მ. ტ–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2021 წლის 27 მაისის ოქმი კი ვერ გახდება მოცემულ ეპიზოდში ფ. ტ–ის მსჯავრდების საფუძველი.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და ასევე არ დგინდება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა არცერთი საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე