საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.09.2023
საქმის ნომერი
2კ-528აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.09.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100122005789774

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №528აპ-23 ქ. თბილისი

ა–ი გ., 528აპ-23 12 სექტემბერი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ–სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ბ–მ და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ.

- დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. ა–ს მიმართ ბრალდების ყველა ეპიზოდში გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი მოტივებით: განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები; გ. ა–ს ქმედებაში არ იკვეთება თაღლითობის შემადგენლობა, რადგან მასა და დაზარალებულებს შორის არსებობდა საქმიანი - სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ: მან დაზარალებულებისგან ხელშეკრულებების საფუძველზე ისესხა შესაბამისი თანხები; ამდენად, გ. ა–ს ისინი არ მოუტყუებია, რაზეც მეტყველებს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაზარალებულებს წლების განმავლობაში უხდიდა სარგებელს და მის მიერ მათთვის გადახდილი თანხები, ბევრად აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირ თანხას, ხოლო ნასესხები თანხის ნაწილის დაბრუნება ვეღარ შეძლო, პანდემიის დაწყების გამო.

- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისთვის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის გამოყენებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლისა და სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით გ. ა–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ც–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ტ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ჭ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ჭ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ჭ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ფ; გ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ბ–ს ეპიზოდი) - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად დაეკისრა ჯარიმა - 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ. ა–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2022 წლის 7 აპრილიდან 2022 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი), დაკისრებული სასჯელი შეუმსუბუქდა 2 000 ლარით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ გ. ა–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (დაზარალებულების: მ. ც–ს, ლ. ტ–ს, მ. ჭ–ს, ა. ჭ–ს, ე. ჭ–ს, ფ. გ–ს და მ. ბ–ს ეპიზოდები).

გ. ა–სის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2016-2020 წლებში გ. ა–მა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულ სარგებელს გადაუხდიდა. 2017 წლის ზაფხულში, თ–ში, მეტროსადგურ „ა–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ა–სმა მ. ც–ს გამოართვა 5000 აშშ დოლარი, თითქოსდა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“ განთავსების მიზნით. იმავე სქემით გ. ა–მა მ. ც–ს 2018 წლის ბოლომდე გამოართვა ჯამურად 30 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი დაუბრუნა. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–სს არ განუთავსებია მ. ც–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც მ. ც–ს - 63 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–სმა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულ სარგებელს გადაუხდიდა. 2017 წლის თებერვალში, ა–ი, ...... ქალაქ პ–ში მდებარე N... კორპუსი, ბინა N..-ში, გ. ა–სმა ლ. ტ–სს გამოართვა 10 000 ლარი, თითქოსდა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“ განთავსების მიზნით. იმავე სქემით გ. ა–სმა ლ. ტ–სს 2017 წლიდან გამოართვა ჯამურად 46 800 აშშ დოლარი და 42 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 10 000 აშშ დოლარი დაუბრუნა. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–ს არ განუთავსებია ლ. ტ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც ლევონ ტონოიაინს - 189 115 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–მა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულ სარგებელს გადაუხდიდა. 2019 წლის 15 ივნისს, თ–ში, ვ–ს მე-.. მასივი, მე-.. კვარტალი, კორპუსი .., ბინა N..-ში, გ. ა–მმა მ. ჭ–სს გამოართვა 50 000 ევრო თითქოსდა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“ განთავსების მიზნით, იმავე სქემით გ. ა–სმა მ. ჭ–სს 2019 წლის ოქტომბერში გამოართვა დამატებით 20 000 ევრო და 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ჯამურად გამოართვა 70 000 ევრო და 23 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი დაუბრუნა. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–სს არ განუთავსებია მ. ჭ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც მ. ჭ–სს 315 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–სმა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულად სარგებელს გადაუხდიდა. 2016 წლიდან თ–ში, ვ–ს ......, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ა. შ–მ ლ. ტ–სს გადასცა საერთო ჯამში 15 000 აშშ დოლარი, რათა თანხა გ. ა–ს მიერ განთავსებულიყო „მაიონეზისა და კეტჩუპის“ ბიზნესში. აღნიშნული მიზნით, ა. ჭ–ს კუთვნილი 15 000 აშშ დოლარი გ. ა–მა ეტაპობრივად გამოართვა ლ. ტ–სს ა–ში. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–ს არ განუთავსებია ა. ჭ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც ა. შ–ს 45 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–მა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულად სარგებელს გადაუხდიდა. 2017 წლიდან ა–ში ე. ა–მმა ლ. ტ–სს ეტაპობრივად გადასცა თავისი კუთვნილი თანხა, რათა გ. ა–სს იგი განეთავსებინა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“. იმავე სქემით გ. ა–მა თ–ში, ვ–ს ტერიტორიაზე ე. ა–ს ეტაპობრივად გამოართვა მისი კუთვნილი თანხა საერთო ჯამში გ. ა–მა ე. ა–ს პირადად და ლ. ტ–ს მეშვეობით გამოართვა 35 000 აშშ დოლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–ს არ განუთავსებია ე. ჭ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც ე. ა–მს 110 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–მა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულად სარგებელს გადაუხდიდა. 2017 წლის 25 სექტემბერს, თ–ში, ვ–ში, შ–ს ქუჩაზე, გ. ა–სმა ფ. გ–ს გამოართვა 10 000 აშშ დოლარი თითქოსდა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“ განთავსების მიზნით. იმავე სქემით, გ. ა–სმა ფ. გ–სს 2018 წლის ზაფხულამდე ეტაპობრივად გამოართვა ჯამურად 30 000 აშშ დოლარი, ხოლო 2021 წლის აპრილში იმავე სქემით კვლავ გამოართვა 5000 აშშ დოლარი, თითქოს ავტომანქანის ნაწილების ბიზნესში განთავსების მიზნით. ასევე, იმავე წლის აპრილში იმავე სქემით, თითქოს თანხის ბიზნესში განთავსების მიზნით, გ. ა–მა თავისი შვილის რ. ა–ს მეშვეობით, თ–ი, ლ–ს ბაზრობიდან ვარკეთილამდე მომავალ გზაზე, გამოართვა 19 500 აშშ დოლარი, ხოლო აღნიშნულის შემდეგ იმავე სქემით დამატებით გ. ა–მა ფ. გ–ს გამოართვა 5000 აშშ დოლარი. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–ს არ განუთავსებია ფ. გ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც ფ. გ–სს 186 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

- 2016-2020 წლებში გ. ა–მა მოქალაქეები დაარწმუნა, რომ მათ კუთვნილ თანხებს თითქოსდა მოგების მიღების მიზნით, მომგებიან ბიზნეს-საქმიანობაში განათავსებდა, რაც მათ შემოსავალს მოუტანდა და კაპიტალში შეთანხმებული წილის პროპორციულად სარგებელს გადაუხდიდა. 2020 წლის 8 თებერვალს, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანოტარო ბიუროში ო. ც–მა მ. ბ–ს მისი კუთვნილი 17 000 აშშ დოლარი გამოართვა, რათა გ. ა–ს იგი განეთავსებინა „მაიონეზისა და კეტჩუპის ბიზნესში“. აღნიშნული თანხა ო. ც–ს მეშვეობით სრულად გადაეცა გ. ა–ს შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში განთავსების მიზნით. გადაცემული თანხიდან, მარინა ხატიაშვილს მხოლოდ 3 000 აშშ დოლარი დაუბრუნდა. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, გ. ა–ს არ განუთავსებია მ. ბ–ს კუთვნილი თანხა შეთანხმებულ ბიზნეს-საქმიანობაში და იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მას, რითაც მ. ბ–ს 45 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

- ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის გამოყენება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენით: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ც–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ლ. ტ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ჭ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა. ჭ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ე. ჭ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ფ; გ–ს ეპიზოდი) - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ. ბ–ს ეპიზოდი) – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ა–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

მსჯავრდებული გ. ა–ი დაკავებულ იქნა სასამართლოს სხდომის დარბაზში და შესახლდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

გ. ა–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2023 წლის 20 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 7 აპრილიდან - 2022 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ გ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების: მ. ჭ–ს, მ. ც–ს, ფ. გ–ს, ლ. ტ–ს, ე. ჭ–ს, ა. ჭ–სა და მ. ბ–ს ჩვენებებით, მოწმეების: ი. ც–ს ჩვენებით, ე. ა–სა და ა. ა–ს გამოკითხვის ოქმებით, მ. ჭ–ს მობილურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმით, მ. ც–სგან გამოთხოვილი ინფორმაციითა და დათვალიერების ოქმით, ხმოვანი ჩანაწერებითა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, 2019 წლის 15 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებით, 2019 წლის 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებითა და მიღება ჩაბარების აქტებით, ვალის აღიარების შესახებ 2017 წლის 8 აგვისტოსა და 2019 წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებებით, 2018 წლის 3 მარტის ხელწერილით, წერილობითი შეთანხმებებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 15 თებერვლის წერილით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 თებერვლის წერილით, 2020 წლის 13 თებერვლის შეთანხმებით, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ცნობით, სალაროს შემოსავლის ორდერებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ გ. ა–ს ქმედება არ შეიცავს თაღლითობის ნიშნებს და რომ მასა და დაზარალებულებს შორის არსებობდა მხოლოდ საქმიანი - სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, რის საფუძველზეც გ. ა–მა მათგან ისესხა თანხები. აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, კერძოდ: სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში ყველა დაზარალებულმა ცალსახად მიუთითა, რომ მათ გ. ა–სთვის თანხები არ უსესხებიათ, არამედ - მას თანხები გადასცეს იმისთვის, რომ გ. ა–ს მიერვე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მას თანხები „მაიონეზისა და კეტჩუპის’’ ბიზნესში უნდა განეთავსებინა, ხოლო დაზარალებულებს კი უნდა მიეღოთ პროპორციული ფინანსური სარგებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებულები მას თანხებს არ გადასცემდნენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა დაზარალებულმა გ. ა–სის მიერ გაცხადებულ ბიზნესსაქმიანობაში თანხის ჩასადებად, ბანკიდან თვითონვე გამოიტანა სესხი, ხოლო ზოგიერთმა - ბინაც კი გაყიდა. გარდა ამისა, დაზარალებულებმა - მ. ჭ–მა და მ. ც–მ ასევე განმარტეს, რომ სესხის ხელშეკრულებები გ. ა–სთან იმ მიზნით გააფორმეს, რომ რეალურად დაფიქსირებულიყო მისთვის თანხების გადაცემის ფაქტი, ხოლო მითითებულ ხელშეკრულებებში ბიზნესთან დაკავშირებით ვერაფერს ჩაწერდნენ, რადგან ამ ბიზნესის შესახებ არანაირი იურიდიული მონაცემები არ გააჩნდათ. საქმეზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დადგენილია ისიც, რომ გ. ა–სს არ ჰქონდა „კეტჩუპისა და მაიონეზის“ ბიზნესი და არც არანაირი შეხება მითითებულ ბიზნესსაქმიანობასთან არ გააჩნდა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ დაზარალებულების მიერ გ. ა–სათვის თანხების გადაცემას, წინ უძღოდა მსჯავრდებულის მხრიდან მათი მოტყუება მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის („კეტჩუპისა და მაიონეზის“ ბიზნესის) არსებობის შესახებ, რომელშიც ჩაიდებოდა მათი თანხები, ხოლო ისინი მიიღებდნენ მოგებასა და შემოსავალს განთავსებული თანხების წილის პროპორციულად, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. შესაბამისად, გ. ა–ს ქმედებაში გამოკვეთილია თაღლითობის ყველა ნიშანი.

10. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის გამოყენების შესახებ და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მათ შორის - მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების ხასიათი და დამდგარი შედეგი, რისი გათვალისწინებითაც გ. ა–ს დაუმძიმა სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის კიდევ უფრო დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ–სა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი