საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100122005690014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №776აპ-24 ქ. თბილისი
ლ. გ. 776აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით: გ. ლ–ს, – დაბადებულს 19..წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ლ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,5118 გრამი, რაც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,3131 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გ. ლ–მ 2022 წლის 13 თებერვალს უკანონოდ გაასაღა დ. ზ–ზე;
2.2. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 0,5118 გრამი, რაც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით 0,3131 გრამს. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება გ. ლ–მ 2022 წლის 13 თებერვალს, 200 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა დ. ზ–ზე, რაც იმავე დღეს, დ. ზ–საგან ამოღებული იქნა შსს ....... პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;
2.3. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოთეთრო ფერის ფხვნილი და ნატეხები, საერთო წონით 0,5375 გრამი, რაც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP). აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება გ. ლ–მ 2022 წლის 23 თებერვალს უკანონოდ გაასაღა დ. ზ–იზე;
2.4. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოთეთრო ფერის ფხვნილი და ნატეხები, საერთო წონით 0,5375 გრამი, რაც ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნის თანახმად, შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP). აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გ. ლ–მ 2022 წლის 23 თებერვალს, 340 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა დ. ზ–იზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ......... პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დ. ზ–იისაგან;
2.5. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით 0,7725 გრამი, რაც ქიმიური ექსპერტიზის №.... დასკვნით შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP). აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება გ. ლ–მ 2022 წლის 26 თებერვალს, უკანონოდ გაასაღა დ. ზ–იზე;
2.6. გ. ლ–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა მოთეთრო ფერის ფხვნილი, წონით 0,7725 გრამი, რაც ქიმიური ექსპერტიზის №...... დასკვნით შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს (a-PVP). აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება გ. ლ–მ 2022 წლის 26 თებერვალს, 335 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა დ. ზ–იზე, რაც იმავე დღეს, ამოღებული იქნა შსს ........ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დ. ზ–საგან.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
3.1. გ. ლ–ე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.2. გ. ლ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 26 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გ. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გ. ლ–ს – 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
3.5. გ. ლ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 2 მარტიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილება. კერძოდ, გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობა მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით(ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა. იმავდროულად, მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის გამკაცრება;
4.2. მსჯავრდებულ გ. ლ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ჯ–მ მოითხოვა ცვლილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში სასჯელის შემსუბუქების კუთხით და გ. ლ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის თითოეულ ეპიზოდში – 1 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 ნოემბრის განაჩენი გ. ლ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა რევაზ თოფურიამ, რომელიც ითხოვს ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენში. კერძოდ, გ. ლ–ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი. ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. ლ–ს ჩამოერთვას უფლებები, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა რევაზ თოფურიამ, რომელიც ითხოვს გ. ლ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით(ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. ასევე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. ლ–სათვის უფლებების ჩამორთმევას, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ლ–ს მოცემულ ეპიზოდებში გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ლ–ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტის სამტკიცებლად ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მოწმე დ. ზ–ს ჩვენება, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს გ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
12. გ. ლ–სისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 22 თებერვლისა და 2022 წლის 26 თებერვლის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ლ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების განზრახვა, ვინაიდან, დ. ზ–ს ავტომობილისა და პირადი აღჭურვის შედეგად მოპოვებული – 2022 წლის 22 თებერვლის 18:06-19:26 საათამდე დროის პერიოდში განხორციელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით (შესაბამისი კრებსებით) და 2022 წლის 26 თებერვლის 18:40-20:32 საათამდე განხორციელებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით (შესაბამისი კრებსებით) დგინდება, რომ გ. ლ–ე და დ. ზ–ი 2022 წლის 22 და 26 თებერვალს გ. ლ–სათვის დაუდგენელი პირის მიერ გაგზავნილ მისამართზე მიდიან დ. ზ–ს ავტომობილით ნარკოტიკული საშუალების შესაძენად (რაც დასტურდება ასევე 2022 წლის 11 აპრილის მტკიცებულებათა გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, გ. ლ–ს კუთვნილ „აიფონ 6“ მოდელის მობილურ ტელეფონში არსებულ აპლიკაციაში, სახელწოდებით „ტ–ი“, ფიქსირდება სახელი „ა–ა ს–რ“, ასევე ფიქსირდება შტრიხკოდები, რომლებსაც გ. ლ–ს განმარტებით, აკავშირებდა გადახდის აპარატს და რიცხავდა თანხას. ამავე ტელეფონში ასევე ფიქსირდება 2022 წლის 26 თებერვალს გადახდილი 335 ლარის ქვითარი), შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას კი ერთმანეთში ინაწილებენ.
13. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით ადასტურებენ გ. ლ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
14. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს, ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, გ. ლ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
16. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
17. სასამართლო არ იზიარებს ასევე ბრალდების მხარის მოთხოვნას, გ. ლ–სათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე უფლებების, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმევის შესახებ. ვინაიდან, ამავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არის ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი (სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ. ლ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების გასაღება). შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
19. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
21. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 28 მაისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ რევაზ თოფურიას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე