საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100123007501765
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №790აპ-24 ქ. თბილისი
ფ. ფ. 790აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. პ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ფ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი);
1.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ფ. ფ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 4 აპრილს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ. ფ–მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,2747 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;
2.2. 2023 წლის 8 აპრილს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ. ფ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,355 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;
2.3. 2023 წლის 11 აპრილს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ. ფ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,336 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;
2.4. 2023 წლის 13 აპრილს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ. ფ–მა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება - 0,7980 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. გ–ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;
2.5. ფ. ფ–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ის მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში უკანონოდ შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 0,25559 გრამი ჰეროინის, 0,549 გრამი მეთადონის (მარილი) და 0,011 გრამი ტრამადოლის შემცველი ნივთიერებები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს 2023 წლის 18 მაისს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, თ–ს ქუჩის N..-ში მდებარე ფ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით:
3.1. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 4 აპრილის ეპიზოდი);
3.2. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 4 აპრილის ეპიზოდი);
3.3. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი);
3.4. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 8 აპრილის ეპიზოდი);
3.5. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი);
3.6. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 11 აპრილის ეპიზოდი);
3.7. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი);
3.8. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდი);
3.9. ფ. ფ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (2023 წლის 18 მაისის ეპიზოდი);
3.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 2023 წლის 13 აპრილის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ფ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და საბოლოოდ ფ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა -14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.12. ფ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 18 მაისის 06:47 საათიდან;
3.13. ფ. ფ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე – 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. პ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება. ფ. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მინიმალური სასჯელის დანიშვნა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბ. პ–მ, რომელიც ითხოვს ფ. ფ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მინიმალური სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ დაცვის მხარემ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მინიმალური სასჯელის დანიშვნა.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ფ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, დაცვის მხარის ყველა არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ფ. ფ–ს მიერ დანაშაულების – ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება, დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი) – ჩადენა და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების – ა. გ–ს, ნ. თ–ს, ა. ღ–ს, გ. კ–ს, ი. გ–ს, ო. ჩ–სა და გ. მ–ს ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 2023 წლის 8, 11 და 13 აპრილის აუდიო-ვიდეოჩანაწერებით ( მათი დათვალიერების ოქმებით და აღნიშნული ფარული ჩანაწერების გაშიფრული ,,კრებსებით“), ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღების ოქმებით, 2023 წლის 4, 8, 11 და 13 აპრილის საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებით, შპს ,,მ–ი“-დან (ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო ,,.......”) გამოთხოვილი ინფორმაციით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ფ. ფ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და ითვალისწინებს, რომ მოწმე ა. გ–ს ჩვენება (მოწმის ჩვენებით, ქ. თ–ში, თ–ქუჩის N..-ში მდებარე ფ. ფ–ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფ. ფ–სგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. 2023 წლის 4 აპრილს საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ფ. გ–ს მიერ მითითებულ „კ–ს“ ანგარიშზე ჩარიცხა გამომძიებლის მიერ გადაცემული 300 ლარი. მითითებულ ლოკაციაზე ნარკოტიკის ასაღებად მისულმა დაინახა ფ. ფ–ი, რომელმაც ნარკოტიკი დადო მრიცხველზე. 2023 წლის 8 აპრილს ა. გ–მ საკონტროლო შესყიდვისას ფ. ფ–ს 400 ლარი ჩაურიცხა „კ.......ს“ ანგარიშზე, რის შემდეგაც ა. გ–ე პოლიციის თანამშრომელთან ერთად მივიდა ლოკაციაზე და დაინახა თუ როგორ დადო ფ. ფ–სმა ნარკოტიკი. 2023 წლის 11 აპრილს ანალოგიურად განხორციელდა მესამე საკონტროლო შესყიდვა ფ. ფ–სთან. ა. გ–მ გამომძიებლის მიერ გადაცემული 400 ლარი ჩაურიცხა ფ. ფ–ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელთან ერთად მივიდა მითითებულ ლოკაციაზე. 2023 წლის 13 აპრილს მეოთხე საკონტროლო შესყიდვისას ა. გ–მ 700 ლარი ჩაურიცხა ფ. ფ–სს „კ–ს“ ანგარიშზე, რის შემდეგაც ფ. ფ–მა თ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ მრიცხველში დადო ნარკოტიკი, რაც ა. გ–მ აიღო და წარუდგინა გამომძიებელს) ფ. ფ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში თანხვდენილია საკონტროლო შესყიდვაში მონაწილე ნ. თ–ს, დეტექტივების: ა. ღ–ს და გ. კ–ს ჩვენებებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ვიზუალურ კონტროლს. ნ. თ–მ და გ. კ–მ დაინახეს თუ როგორ დადო ფ. ფ–სმა მრიცხველთან ნარკოტიკი, რაც შემდეგ ა. გ–მ აიღო და გადასცა გამომძიებელს. გამომძიებლებმა მათი თანდასწრებით ამოიღეს ა. გ–საგან ნარკოტიკი და დალუქეს სათანადო წესით (ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერებები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს რაოდენობით: 0,2747 გრამს, 0,355 გრამს, 0,336 და 0,7980 გრამს).
10.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებულ მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება და თანხვედრაშია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად 2023 წლის 8, 11 და 13 აპრილს მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან და მათი დათვალიერების ოქმებთან, ფარული ჩანაწერების გაშიფრულ ,,კრებსებთან“. ა. გ–მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ფ. ფ–სათვის თანხების ჩარიცხვა და მისგან შესყიდული ნარკოტიკული საშუალების გამომძიებლისათვის გადაცემა დასტურდება ასევე 2023 წლის 4, 8, 11 და 13 აპრილის საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებით.
10.3. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოპოვებული ვიდეოჩანაწერებით ვერ დგინდება, რომ პირი რომელმაც ნარკოტიკული საშუალებები დადო შესაბამის ლოკაციებზე იყო ფ. ფ–ი და მოწმეთა ჩვენებებთან ნ. თ–მ და გ. კ–მ, რომლებიც ახორციელებდნენ ვიზუალურ მეთვალყურეობას დაინახეს თუ როგორ დადო ფ. ფ–მა მრიცხევლთან ნარკოტიკი, რაც შემდეგ ა. გ–მ აიღო და გადასცა გამომძიებელს), საკონტროლო შესყიდვისა და ვიზუალური კონტროლის განხორციელების შესახებ ოქმებთან, ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან (სადაც ნათლადაა ასახული ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების დადების ფაქტები) ერთად ითვალისწინებს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას (რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ექსპერტიზაზე წარდგენილ N..დისკზე არსებულ N.. ელექტრონულ საქაღალდეში სახელწოდებით: „,......" არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტო გამოსახულებაზე და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ფ. ფ–ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ ბარათზე არსებულ ფოტოგამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. იმავდროულად, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დისკი N.., ელექტრონული საქაღალდე N..-ის ვიდეოგრამებთან „........- .......“,„........-..........“ და დისკი N.., ელექტრონული საქაღალდე N.., ვიდეოგრამასთან - სახელწოდებით: „.......... ......... (დაფიქსირებული გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება სავარაუდოდ იდენტურია ფ. ფ–ს გამოსახულების), თუმცა იმავდროულად ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების თანახმად, ვიდეო-გრამებზე ასახული გარემოებები ( ის ფაქტი რომ მათზე გამოსახული პირი არის ფ. ფ–ი) დასტურდება მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ( მაგ., ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა მიკერძოების დამადასტურებელი მტკიცებულება), რაც სასამართლოს მისცემდა განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის ავთენტურობა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ. თ–მა) და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ პირი, რომელმაც 2023 წლის 4, 8, 11 და 13 აპრილს მრიცხველთან დადო ნარკოტიკული საშუალება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად არის ჰეროინი იყო ფ. ფ–ი.
10.4. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მსჯელობას, რომ ფ. ფ–სა და მისი დედის – პ. ი–ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დანიშნულების დადგენა არ მომხდარა გამოძიების მიერ და ითვალისწინებს, რომ სწორედ მითითებული თანხების ჩარიცხვის (შპს ,,მ–––“-დან (ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო ,,........”) გამოთხოვილი ინფორმაციით ცალსახად დადგინდა, რომ ........ ანგარიშის მფლობელია ფ. ფ–ი (პ/ნ ..........), რომელსაც 2023 წლის 4 აპრილს 15:24 საათზე ,,...”-დან ჩაერიცხა 350 ლარი, ხოლო დედის პ. ი–ს ..... ანგარიშზე ფ. ფ–ს 2023 წლის 8 აპრილს 18:37 საათზე და 2023 წლის 11 აპრილს 15:53 საათზე ,,....”-დან ჩაერიცხა 400-400 ლარი; 2023 წლის 13 აპრილის ვიდეოჩანაწერით ასევე დადასტურდა, რომ ა. გ–მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის საშუალებით „ბ–ს“ ველზე ფ. ფ–ს ანგარიშზე ჩარიცხა 700 ლარი) შემდეგ ხდებოდა ფ. ფ–ს მიერ ა. გ–სათვის ნარკოტიკული საშუალებების მიწოდება.
10.5. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის 925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის 30აპ-20 განჩინება). „შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. გ–მის მიერ ზემოაღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის განსხვავებულ მიზნობრიობას.
11. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ფ. ფ–ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ფ. ფ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
12. . კასატორი დაცვის მხარის მოთხოვნაზე, ფ. ფ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსუბუქი სასჯელის განსაზღვრის შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ფ. ფ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
12.1. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქება.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
14. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ბ. პ–ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი