დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100123008233295
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N964აპ-24 1 ოქტომბერი, 2024 წელი
ბ–ი მ., 964აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. ჯ–სსა და გ. გ–სის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 მარტის განაჩენით, მ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 22 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2023 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა მ. ბ–ს მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ–მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, წარდგენილი ბრალდებით მ. ბ–სის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. 2024 წლის 28 ივნისს, მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ამასთან, ალტერნატივის სახით ითხოვა მ. ბ–სთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. 2024 წლის 30 სექტემბერს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატები ზ. ჯ–ს და გ. გ–ე ითხოვენ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.
6. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, იმსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. ჯ–ს და გ. გ–სის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ,,კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია“. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. ჯ–ს და გ. გ–ს მოთხოვნა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესს და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ბ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ. ჯ–სა და გ. გ–ს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 მაისის განაჩენზე დარჩეს განუხილველი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე