საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1041-24 18 ნოემბერი, 2024 წელი
ა. ა., 1041-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 სექტემბრის განაჩენით ა. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 11 მაისის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2024 წლის 13 მაისის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა. ა-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ა. ა-ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 5 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით პირობითი მსჯავრი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი – სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ა. ა-ეს სასჯელი აეთვალა დაკავების დღიდან – 2024 წლის 24 მაისიდან.
2. 2024 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გავრცელების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ა. ა-ის პირადი საქმე.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით; მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე არ გავრცელდა ამნისტიის მოქმედება; ა. ა-ეს ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა: პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი თავისუფლების აღკვეთა – 10 თვით;
პირობითი მსჯავრი – 3 წლითა და 4 თვით;
გამოსაცდელი ვადა – 3 წელი და 4 თვე.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. ა-ემ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება განჩინებას და ითხოვს განაჩენის გადახედვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა) გათვალისწინებულ დანაშაულზე. ვინაიდან ა. ა-ე მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამდე ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ამიტომ სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე ამნისტია არ ვრცელდება.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას სასამართლოს წინაშე განაცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. იმის გამო, რომ ა. ა-ეს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხელვაურის რაიონულმა სასამართლომ კანონიერად გაავრცელა მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ელი ნაწილი და დანიშნული სასჯელი სწორად შეუმცირა ერთი მეექვსედით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე