საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.04.2026
საქმის ნომერი
2კ-48აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100125010779366

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№48აპ-26 ქ. თბილისი

გ–ი შ., 48აპ-26 27 აპრილი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, შ. გ–ს, – დაბადებულს 19.. წ.., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (3 ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2024 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-.. ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, რომ დაზარალებული ეზოში გავიდა, თმის მოქაჩვითა და გაშლილი ხელის სახეში დარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლეზე – ს. გ–აზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2024 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-.. ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, რომ დაზარალებული იყო ეზოში, თავში მუშტის ერთხელ ჩარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – ს. გ–აზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2024 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-.. ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, რომ დაზარალებული იყო ეზოში, გაშლილი ხელის ერთხელ გარტყმით, ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე – ს. გ–აზე, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2024 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით, 09:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-..ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, რომ დაზარალებული იყო ეზოში, სიტყვებით: „თუ არ დამემორჩილები და მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყვი – მოგკლავ!“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ს. გ–ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2024 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით, 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-.. ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდა რა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, რომ დაზარალებული იყო ეზოში, სიტყვებით: „თუ სახლში არ შეხვალ, არ დამემორჩილები და მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყვი – მოგკლავ!“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ს. გ–ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2024 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მე-.. ქუჩის №..-ში მდებარე ს. გ–ასა და შ. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, შ. გ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მიიჩნევდარა, რომ ქალი უნდა ემორჩილებოდეს კაცს და არსად მიდიოდეს მის დაუკითხავად, იმ მიზეზით, თუ რატომ იყო დაზარალებული ეზოში, სიტყვებით: „თუ სახლში არ შეხვალ, არ დამემორჩილები და მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყვი – მოგკლავ“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – ს. გ–ას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. შ. გ–ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი).

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენით შ. გ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, შ. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა (3 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რამეთუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა. სასამართლოში გამოკვლეულია შეტყობინება დანაშაულის შესახებ, რომლის მიხედვით, გ. მ–მ მიმართა სამართალდამცავებს და მიუთითა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტის თაობაზე, რაც მან დაადასტურა ჩვენების მიცემისას; დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულების, იმის მიუხედავად, მისცა თუ არა ჩვენება დაზარალებულმა, ცხადყოფს, რომ ს. გ–ამ დეტალურად აღადგინა შემთხვევის ვითარება და გამომძიებელს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა ან დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა შ. გ–ის მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ს. გ–ამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. იმავდროულად, ხაზგასასმელია, რომ ბრალდების მხარეს, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება წარდგენილი ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც შ. გ–ის ბრალეულობაზე მიუთითებდა. დაზარალებულის დედის შეტყტობინება, რომელზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და რომლის მიხედვით, გ. მ–ამ შეატყობინა სამართალდამცავებს, რომ მისი სიძე სცემს და დანით ემუქრება მის ქალიშვილს, ვერ ქმნის ვერც უტყუარ და ვერც საკმარის საფუძველს შ. გ–ის მიმართ წარდგენილი კონკრეტული ბრალდებების დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე