საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2026
საქმის ნომერი
2კ-389აპ.-26
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100124009019343

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№389აპ-26 ქ. თბილისი

გ. მ., 389აპ-26 7 ივლისი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. გ-ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; გენდერუის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი); გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ასევე – საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.1. 2023 წლის ოქტომბერში, ... მდებარე, დროებით საცხოვრებელ №.. ბინაში, მ. გ-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მათიარასრულწლოვანი შვილის – გ. გ-ს თანდასწრებით, სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2023 წლის ოქტომბერში, საღამოს, ... მდებარე, დროებით საცხოვრებელ №... ბინაში, მ. გ., ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2024 წლის 14 თებერვალს, ... მიმდებარედ, მ. გ., გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2024 წლის 17 თებერვალს, ღამით, ... მდებარე, დროებით საცხოვრებელ №4 ბინასა და სადარბაზოში, მ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, მათი არასრულწლოვანი შვილის – გ. გ-ს თანდასწრებით, თმის მოქაჩვითა და კისრის არეში ხელის დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.5. 2024 წლის 17 თებერვალს, ღამით, ... მდებარე, დროებით საცხოვრებელ №.. ბინასა და სადარბაზოში, მ. გ., გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2024 წლის 17 თებერვალს, ღამით, .. მდებარე დროებით საცხოვრებელ №4 ბინაში, მ. გ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური ძალის გამოყენებითა და მუქარით, თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, მოუწოდა ჩამჯდარიყო მის ავტომობილში და გაჰყოლოდა ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ში მცხოვრებ დაზარალებულის ოჯახის წევრებთან, რასაც ქ. ხ. დაემორჩილა.

1.7. 2024 წლის 18 თებერვალს, ღამით, ... მიმდებარედ, ავტომობილით გადააგილებისას, მ. გ., გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.8. 2024 წლის 19 თებერვალს, მ. გ., გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, რომ იყო მამაკაცი, შესაბამისად, დომინანტი და ქალის დაქვემდებარებული როლის, მესაკუთრული დამოკიდებულებისა და აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის ნიადაგზე, სატელეფონო კომუნიკაციისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მყოფ თავის ოჯახის წევრს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქ. ხ-ს, რომელმაც მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. მ. გ-ს წარედგინა ბრალდება: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით მ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ოლღა მერებაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თორნიკე გოგეშვილმა, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უკანონო, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ მ. გ-ს ოჯახის წევრებმა – მეუღლემ და შვილებმა – სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში არსებული სხვა, მათ შორის უდავო, მტკიცებულებებით – მოწმეების: გ. ს-ს, ლ. ა-ს, მ. ხ-ს, გ. ა-ს, შ. ხ-ს, ბ. ხ-სა და დ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულის მითითებით გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და უკანონო, ვინაიდან არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ, მათ შორის, უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა მ. გ-ს მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა ქ. ხ-მ და მოწმეებმა: გ., მ. და მ. გ-ებმა სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები მათი ოჯახის წევრის – მ. გ-ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოკითხვებისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: მოწმეების – გ. ს-ს, ლ. ა-ს, მ. ხ-ს, გ. ა-ს, შ. ხ-ს, ბ. ხ-სა და დ. კ-ს გამოკითხვის ოქმები, მ. გ-სათვის ბრალადშერაცხილ კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებით – ირიბია და, შესაბამისად, ვერ გამოდგება მისი ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად, ხოლო დაზარალებულის „112-ში“ შეტყობინება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, ვერ ქმნის მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას, მ. გ-ძისათვის ბრალადწარდგენილი კონკრეტული ქმედებების ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

ლ. თევზაძე