დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-533-შ-12-2012 11 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ა-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს: ფ. ა-სა და ს. ა-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
ს. ა-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით ს. ა-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. ა-ის შუამდგომლობა ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ამავე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების მოთხოვნის ნაწილში შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს: ფ. ა-სა და ს. ა-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ფ. ა-სა და ს. ა-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ შუამდგომლობას სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თან უნდა დაერთოს ცნობა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ. ზემომითითებული ნორმა ადგენს იმ სავალდებულო პირობას, რომლებიც დაცული უნდა იყოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის. ასეთი პირობაა შუამდგომლობის ავტორის მიერ კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენა გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობის შესახებ, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.
მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ფინეთის რესპუბლიკაში აღსრულებულია კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილება, უკვე აღსრულებულია მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე, იგი ვერ დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ის შუამდგომლობა ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ფ. ა-სა და ს. ა-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება;
3. ს. ა-ის შუამდგომლობა ფინეთის რესპუბლიკის ჰელსინკის საქალაქო სასამართლოს I განყოფილების 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.