დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-481-შ-14-2014 19 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ო. ა-ი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით 23.03.2006 წელს რიბეს (დანია) მმაჩის ბიუროში თ. ტ-სა და ჯ. ო. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება, სარეგისტრაციო ნომერი რეესტრში 2615/2006, გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. ტ-ის წარმომადგენელმა ბ. ბ-ემ და მოითხოვა დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით თ. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილებით 23.03.2006 წელს რიბეს (დანია) მმაჩის ბიუროში თ. ტ-სა და ჯ. ო. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება, სარეგისტრაციო ნომერი რეესტრში 2615/2006, გაუქმდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაშია შესული 2013 წლის 4 დეკემბრიდან. ასევე, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით აღნიშნული დადგენილება აღსრულებულია გერმანიაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის დუსელდორფის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც 23.03.2006 წელს რიბეს (დანია) მმაჩის ბიუროში თ. ტ-სა და ჯ. ო. ა-ს შორის შემდგარი ქორწინება, სარეგისტრაციო ნომერი რეესტრში 2615/2006, გაუქმდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე