დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 08.12.2014
საქმის ნომერი
ა-2199-შ-62-2014
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
08.12.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-2199-შ-62-2014 8 დეკემბერი, 2014 წელი,ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შ. ქ-ა

წარმომადგენელი - ნ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ი-ს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ. სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი - განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ქ. სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ს. ი-სა და შ. ქ-ას შორის აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად, ქ. სალონიკის ელეფტერიოს-კორდელიოს რ-ის ფერისცვალების ეკლესიაში 13.05.2008 წელს შესრულებული ქორწინება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ქ-ას წარმომადგენელმა ნ. ხ-მ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა გამოცხადებისთანავე, მხარეებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს სასამართლოს და განმცხადებლების ადვოკატი ესწრებოდა საქმის განხილვას.

ს. ი-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და მიუთითა, რომ შ. ქ-ას მიმართ პრეტენზია არ აქვს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბერძნეთის ქ. სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა ს. ი-სა და შ. ქ-ას შორის აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად, ქ. სალონიკის ელეფტერიოს-კორდელიოს რ-ის ფერისცვალების ეკლესიაში 13.05.2008 წელს შესრულებული ქორწინება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის ქ. სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ქ. სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც შეწყდა ს. ი-სა და შ. ქ-ას შორის აღმოსავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წესის თანახმად, ქ. სალონიკის ელეფტერიოს-კორდელიოს რ-ის ფერისცვალების ეკლესიაში 13.05.2008 წელს შესრულებული ქორწინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე