დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 07.10.2015
საქმის ნომერი
ა-2021-შ-42-2015
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
07.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-2021-შ-42-2015 7 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო. ა.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ს.-ას (ა.-ას) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2008 წლის 8 აგვისტოს გ. ს.-სა და ო. ს.-ას შორის №... სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული №2293 ქორწინება შეწყდა. გ. ს.-ს ო. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – 2011 წლის 18 მარტს დაბადებული ს.- მ. გ. ო.-ა და 2012 წლის 27 ივნისს დაბადებული ს.- ა. გ. გ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველ ბავშვზე 103 მანეთის, სულ 206 მანეთის სტაბილური თანხის გადახდა 2014 წლის 27 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ო. ს.-ას სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ო. ა.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და ცნობებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 22 სექტემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. გ. ს.-ი დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა საქმის განხილვაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით ო. ა.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.

გ. ს.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მართა., მან იცოდა რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლო იხილავდა ო. ა.-ას სარჩელს, მაგრამ მას არ შეეძლო აზერბაიჯანში ჩასვლა. გ.ს.-მა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაკირებული ალიმენტის ოდენობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო. ა.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო. ს.-ას (ა.-ას) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 2008 წლის 8 აგვისტოს გ. ს.-სა და ო. ს.-ას შორის №AZ-I 43098 სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული №2293 ქორწინება შეწყდა. გ. ს.-ს ო. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – 2011 წლის 18 მარტს დაბადებული ს.- მ. გ. ო.-ა და 2012 წლის 27 ივნისს დაბადებული ს.- ა. გ. გ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველ ბავშვზე 103 მანეთის, სულ 206 მანეთის სტაბილური თანხის გადახდა 2014 წლის 27 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. ო. ს.-ას სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური დახმარების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ო. ა.-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილებითა და ცნობებით ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 22 სექტემბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. გ. ს.-ი დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და ჩაბარდა სარჩელი თანდართული მასალებით, თუმცა საქმის განხილვაზე მოპასუხე არ გამოცხადებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით ო. ა.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინება, ო. ა.-ას შუამდგომლობა და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.

გ. ს.-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მართალია, მან იცოდა რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლო იხილავდა ო. ა.-ას სარჩელს, მაგრამ მას არ შეეძლო აზერბაიჯანში ჩასვლა. გ.ს.-მა ასევე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება დაკირებული ალიმენტის ოდენობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებები ვერ გახდება ო. ა.-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგანაც უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის დანაწესების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან ფორმალურ შესაბამისობას, ისე, რომ არ იკვლევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის საკითხს. ამდენად, გ. ს.-ის მიერ მითითებული გარემოებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის, ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ა.-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუმგაითის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ს.-ს ო. ს.-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – 2011 წლის 18 მარტს დაბადებული ს.- მ. გ. ო.-ა და 2012 წლის 27 ივნისს დაბადებული ს.- ა. გ. გ.-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველ ბავშვზე 103 მანეთის, სულ 206 მანეთის სტაბილური თანხის გადახდა 2014 წლის 27 თებერვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე