გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-3108-შ-80-2016 25 ნოემბერი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ღ-ა (წარმომადგენელი ნ. ა-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- ა. ღ-ა (დაბადებული 1--- წლის --- ივნისს, საქართველოში, წ-ოში) ცნობილ იქნა ნ. ლ-ოს შვილად.
2. ა. ღ-ამ, წარმომადგენელ ნ. ა-ის მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილია, რომ საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით:
- ა. ღ-ა (დაბადებული 1--- წლის --- ივნისს, საქართველოში, წ-ოში) ცნობილ იქნა ნ. ლ-ოს შვილად.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.კიპარისსიას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ღ-ა (დაბადებული 1--- წლის --- ივნისს, საქართველოში, წ-ოში) ცნობილ იქნა ნ. ლ-ოს შვილად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი