სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-3572-შ-96-2016
კატეგორია
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ა-3572-შ-96-2016 20 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქა.ქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძ. (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ა.ვიძ.,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. (ა.) ლ. ა. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ზ. ძ. ნ-ე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ქ.ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- ა. ლ. ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ა. ზ. ძ. ნ-ეს, დაბადებულს 1966 წლის 19 იანვარს, მცხოვრებს საქართველოში, ა. ლ. ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - დ. ა.ს ძ. ნ-ის, დაბადებულის 1--- წლის --- მარტს, სასარგებლოდ, ყოველთვიურად გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის მქონე ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, დაწყებული 2013 წლის 5 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

2. ა. (ა.) ნ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ა. (ა.) ნ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

3. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს - ა. ნ-ეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ო-ი, სოფ. ნ-ი, ქუჩა #---, ბრიგადა „შ.“, თუმცა ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ აქტზე ჩაუბარებლობის მიზეზად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ: ადრესატი ცხოვრობს თბილისში, ხოლო დედამ და ძმამ გზავნილი არ ჩაიბარეს.

4. ამის შემდგომ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2016 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ო-ის რაიონულ სამმართველოს დაავალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ა. ზ. ძ. ნ-ისათვის (მისამართი: ო-ი, სოფ. ნ-ი, ქუჩა #---, ბრიგადა „შ.“) ჩაებარებინა ა. (ა.) ნ-ის შუამდგომლობის, მასზე თანდართული მასალებისა და შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქა.ქო საქმეთა პა.ტის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინების ასლები; მასვე დაევალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისათვის ეცნობებინა დასახელებული კორესპონდენციების ჩაბარების, ჩაბარების შეუძლებლობის მიზეზების ან ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ.

5. 2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის/ოზურგეთის რაიონული სამმართველოს/ურეკის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ მ.გ-ა წერილობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ ზემომითითებულ მისამართზე სასამართლო გზავნილი ჩაიბარა ა. ნ-ის ძმამ, ბ. ნ-ემ, რომელმაც განაცხადა, რომ მიღებულ კორესპონდენციებს ადრესატს პირადად გადასცემდა.

6. 2016 წლის 8 დეკემბერს მოწინააღმდეგე მხარემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა, სადაც მიუთითა, რომ იგი ამჟამად უმუშევარია, არანაირ ქონებას არ ფლობს, რომლის კომპენსირებაც შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნებოდა შესაძლებელი, ცხოვრობს ძმის კმაყოფაზე, ამიტომ მიაჩნია, რომ უკრაინის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოში არ უნდა აღსრულდეს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მხარემ შესაგებელს თან დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის წერილობითი პასუხი მის განცხადებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქმეზე დადგენილია, რომ უკრაინის ქ.ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

- ა. ლ. ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ა. ზ. ძ. ნ-ეს, დაბადებულს 1--- წლის --- იანვარს, მცხოვრებს საქართველოში, ა. ლ. ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - დ. ა.ს ძ. ნ-ის, დაბადებულის 1--- წლის --- მარტს, სასარგებლოდ, ყოველთვიურად გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის მქონე ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, დაწყებული 2013 წლის 5 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

9. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, იგი უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და აღსრულებას ექვემდებარება, ამასთან, მოპასუხე მხარე, ა. ნ-ე, ინფორმირებული იყო საქმის სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

11. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

12. მოპასუხე ა. ნ-ის წერილობით მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია სწორედ შუამდგომლობის ცნობითა და აღსრულებით შემოიფარგლება და, შესაბამისად, ა. ნ-ის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოება ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. (ა.) ლ. ა. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ჩერნიგოვის ნოვოზავოდსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:

- ა. ლ. ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ა. ზ. ძ. ნ-ეს, დაბადებულს 1966 წლის 19 იანვარს, მცხოვრებს საქართველოში, ა. ლ. ა. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - დ. ა.ს ძ. ნ-ის, დაბადებულის 1--- წლის --- მარტს, სასარგებლოდ, ყოველთვიურად გამომუშავების (შემოსავლის) ¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ შესაბამისი ასაკის მქონე ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 30 პროცენტისა, დაწყებული 2013 წლის 5 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მომხსენებელი: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი