გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-2982-შ-75-2016 20 დეკემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ-ს ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 691 850 რუბლის გადახდა.
2. ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარულმა სადაზღვევო საწარმო „Б--მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუმდგომლობა, თანდართული მასალებით, გაეგზავნა და 2016 წლის 17 ნოემბერს ჩაბარდა წინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრს, მეუღლეს, ნ. ქ-ს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მიიჩნევა სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად.
4. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქმეზე დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ბ-ს ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 691 850 რუბლის გადახდა.
7. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 15 აგვისტოს, იგი ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და აღსრულებას ექვემდებარება, ამასთან, მოპასუხე მხარე, მ. ბ-ი, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
9. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
10. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ს ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 691 850 რუბლის გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მინსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 29 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ს ბელარუსის რესპუბლიკის უნიტარული სადაზღვევო საწარმო „ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3 691 850 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მომხსენებელი: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი