დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
ას-1168-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1168-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ლ. ლ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ხ-ია (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ლ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და კასატორ ლ. ლ-ძეს (პ/#6...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდა ი. ლ-ის მიერ მის მაგივრად 27.07.2018წ. #1... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი, სულ _ 255 ლარი.

2. საკასაციო პალატას 2018 წლის 29 ნოემბერს განცხადებით მომართა ლ. ლ-ძის წარმომადგენელმა - ი. ლ-მა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღის - „27.07.2018წ.“ ნაცვლად „23.07.2018წ.“ მითითება.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საქმის მასალებითა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი #1... ქვითრის ასლით დგინდება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2018 წლის 23 ივლისს, ხოლო საკასაციო პალატის 22.11.2018წ. განჩინების მე-2 პუნქტში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად მითითებულია 27.07.2018წ.

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა. აღნიშნული საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დასაშვებია, როგორც სასამართლო სხდომაზე, ისე, ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

7. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია უსწორობა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღად „23.07.2018წ.“ ნაცვლად მიეთითებულია - „27.07.2018წ.“

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 284-ე 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ლ-ძის წარმომადგენელ ი. ლ-ის განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის №ას-1168-2018 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა:

2.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის №ას-1168-2018 განჩინების სარეზოლუციო მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის თარიღი - „27.07.2018წ.“ გასწორდეს შემდეგნაირად: „23.07.2018წ.“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური