გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1470-2018 19 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ლ-ი (მოპასუხე, აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების საკუთრებაში გადაცემა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ს. ლ-მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ე-ას (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) 2012 წლის 20 მარტს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობის ბათილად ცნობა; ბ) 2012 წლის 21 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; გ) უძრავი ნივთის მდებარე ქ. თბილისი, ჩ–ის ქუჩა N61-63, ბინა N3, ფართი 108 კვ.მ., (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება) მოსარჩელის სახელზე აღრიცხვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილია. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 21 მარტის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, გაფორმებული მოსარჩელის რწმუნებულ სირანუშ ერემიანსა და მოპასუხეს შორის, დამოწმებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2012 წლის 21 მარტს; აღდგენილ იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე. მოსარჩელეს უარი ეთქვა 2012 წლის 20 მარტს გაფორმებული მინდობილობის, დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, ბათილად ცნობის ნაწილში.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ. კასატორმა აგრეთვე მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნის საქმისათვის დართვის შესახებ 2016 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ე-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და სრულად გაუქმდა 2016 წლის 30 მარტის განჩინება და ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. 2019 წლის 06 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადებით მომართა ე-ას წარმომადგენელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. განმცხადებელმა განმარტა, რომ ს. ლ-ის მიერ აღძრული სარჩელის უზრუნველსაყოფად პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს. ლ-ის სარჩელი საბოლოოდ უარყოფილია აღარ არსებობს მის ქონებაზე ყადაღის არსებობის საფუძველი.
7. წარმოდგენილი განცხადების განსახილველად აღნიშნული სამოქალაქო საქმე გამოთხოვილი იქნა 2019 წლის 07 მარტს და მოსამართლეს გადაეცა 2019 წლის 18 მარტს.
სამოტივაციო ნაწილი:
8. საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
9. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ს. ლ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ე-ას (პ/ნ 0-...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ქუჩა ჩ–ი, #61-63, ბინა #3, ფართი 108,21 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.12.06.018.003.01.5--.
10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ე-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, სრულად გაუქმდა 2016 წლის 30 მარტის განჩინება და ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს. ლ-ის განცხადება მისი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა უნდა მოეხსნას ე-ას (პ/ნ 0-...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ქუჩა ჩ–ი, #61-63, ბინა #3, ფართი 108,21 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.12.06.018.003.01.5--.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
12. გამომდინარე იქედან, რომ ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნას ე-ას (პ/ნ 0-...) საკუთრებაში არსებულ ზემოთ მითითებულ უძრავ ქონებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმღძვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე და 284-ე მუხლებით
დაადგინა:
1. ე-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინების (საქმე N621506-14) საფუძველზე ე-ას (პ/ნ 0-...) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ქუჩა ჩ-ი, #61-63, ბინა #3, ფართი 108,21 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.12.06.018.003.01.5--.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები:
ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე