საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1663-2018 21 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შ. გ-ი, დ. ფ-ე, გ. ფ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ნ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ნ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. გ-ის, დ. ფ-ისა და გ. ფ-ის (შემდგომში „მოპასუხეები“, „საკასაციო საჩივრის ავტორები“ ან „კასატორები“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა ქ. ქუთაისში, ი. ქ. #...-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ: 03.03.22...) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2019 წლის 12 ნოემბერს საკასაციო საჩივრის ავტორმა შ. გ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა 2019 წლის 7 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების აქტი, მოითხოვა მორიგების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
9. 2019 წლის 7 ნოემბრის შეთანხმება მორიგების შესახებ დადებულია შემდეგ მხარეებს შორის:
1. თ. ნ-ე (პ/ნ: 1800106...);
2. შ. გ-ი (პ/ნ: 600010...), დ. ფ-ე (პ/ნ: 600011....), გ. ფ-ე (პ/ნ: 6000111...).
ზემოაღნიშნული შეთანხმებით:
1. მხარეები თანხმდებიან, რომ:
1.1. თ. ნ-ე ცნობს შ. გ-ის, დ. ფ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივარს (დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა);
1.2. თ. ნ-ე უარს აცხადებს ქ. ქუთაისში, ი. ქ. #6-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03....) გ. ფ-ის, შ. გ-ისა და დ. ფ-ის გამოსახლებაზე და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სარჩელზე;
1.3. თ. ნ-ე თანახმაა გ. ფ-ეს საკუთრებაში გადასცეს ქ. ქუთაისში, ი. ქ. #..-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03....) 5/6 წილი (თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული წილი) და სანაცვლოდ მიიღოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი;
1.4. გ. ფ-ე იღებს ვალდებულებას, ქ. ქუთაისში, ი-ის ქ. #6-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03.22.015) 5/6 წილის (თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული წილი) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ თეა ნებიერიძეს გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი;
1.5. შეწყდეს დავა მხარეთა შორის და მათ რაიმე პრეტენზია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ.
2. თ. ნ-ე ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტში მითითებული, ქ. ქუთაისში, ი. ქ. #...-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე უძრავი ქონება არ არის ნაკლის მქონე და აღნიშნული უძრავი ქონებიდან მის საკუთრებას წარმოადგენს ქონების 5/6 ნაწილი;
10. მორიგების აქტი ხელმოწერილია მხარეთა მიერ და ხელმოწერათა ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო წესით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული, სანოტარო წესით დამოწმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. მორიგების აქტზე არსებული ხელმოწერები ადასტურებს, რომ მხარეები გაეცნენ აქტის შინაარსს და ეთანხმებიან მას.
13. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
15. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეებმა დავის მორიგების გზით დასრულების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს საქმის არსებითად განხილვამდე მომართეს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს შ. გ-ს, დ. ფ-ესა და გ. ფ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დაკმაყოფილდეს შ. გ-ის შუამდგომლობა და დამტკიცდეს, ერთის მხრივ, თ. ნ-ესა (პ/ნ: 18000106...) და მეორე მხრივ, შ. გ-ს (პ/ნ: 60001059...), დ. ფ-ესა (პ/ნ: 600011...) და გ. ფ-ეს (პ/ნ: 6000111...) შორის 2019 წლის 7 ნოემბერს დადებული შეთანხმება (მორიგების აქტი) შემდეგი პირობებით:
ა) თ. ნ-ე ცნობს შ. გ-ის, დ. ფ-ისა და გ. ფ-ის საკასაციო საჩივარს (დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა);
გ) თ. ნ-ე უარს აცხადებს ქ. ქუთაისში, ი. ქ. #...-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03....) გ. ფ-ის, შ. გ-ისა და დ. ფ-ის გამოსახლებაზე და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სარჩელზე;
დ) თ. ნ-ე თანახმაა გ. ფ-ეს საკუთრებაში გადასცეს ქ. ქუთაისში, ი-ის ქ. #...-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03....) 5/6 წილი (თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული წილი) და სანაცვლოდ მიიღოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი;
ე) გ. ფ-ე იღებს ვალდებულებას, ქ. ქუთაისში, ი. ქ. #...-ში (ჯ. ქ. #...) მდებარე 128,50 კვ.მ ფართის შენობა #1-დან (ს/კ: 03.03....) 5/6 წილის (თ. ნ-ის საკუთრებაში არსებული წილი) საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ თ. ნ-ეს გადაუხადოს 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი;
ვ) მიმდინარე დავიდან გამომდინარე მხარეებს რაიმე პრეტენზია ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ;
2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 აგვისტოს განჩინება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. საკასაციო საჩივრის ავტორებს შ. გ-ს (პ/ნ: 6000105...), დ. ფ-ესა (პ/ნ: 6000115...) და გ. ფ-ეს (პ/ნ: 600011...) დაუბრუნდეთ შ. გ-ის (პ/ნ: 6000105...) მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე