დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-4321-შ-112-2022 10 აგვისტო, 2022 წელი,ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. ქ-ლი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ვ-ს (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ტ…ფ-კ…ის სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის #--- გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, ტ…ფ-კ…ის სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის #---- გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ნ. ქ-ის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი მ. ვ-ის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის საქართველოში, დიდუბის რაიონულ მმაჩის ბიუროში 2006 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება #--- შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2022 წლის 5 აგვისტოს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგი იყო.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგი იყო.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ტ…ფ-კ…ს სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის #--- გადაწყვეტილება.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ტ…ფ-კ…ის სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის #--- გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-სა და მ. ვ-ს შორის საქართველოში, დიდუბის რაიონულ მმაჩის ბიუროში 2006 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული ქორწინება #--- შეწყდა;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ნ. ბაქაქური