დაკმაყოფილდა

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-3114-შ-89-2022
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3114-შ-89-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. ხ-ნი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ----- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ----- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით 2020 წლის 23 იანვარს დაბადებულ ა. ა-ის მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - ე. ხ-ნს.

ე. ხ-ის წარმომადგენელმა ლ. ჯ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ----- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 3 მარტს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე. ხ-ნი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ზემოთმითითებული განჩინება და ე. ხ-ის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე რ. ა-ნს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ე. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით 2020 წლის 23 იანვარს დაბადებულ ა. ა-ის მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - ე. ხ-ნს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 3 მარტს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ე. ხ-ნი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ---- პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2020 წლის 23 იანვარს დაბადებულ ა. ა-ის მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - ე. ხ-ნს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი