დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6741-შ-158-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ც.ჯ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – პირის ქმედუუნაროდ ცნობა და მეურვის დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ძე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და მის მეურვეებად დაინიშნენ ც.ჯ–ძე, ზ.ჯ–ძე და ნ.ჯ–ი.
ც.ჯ–ძის წარმომადგენელმა დ.ნ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული შუამდგომლობაზე დართული მინდობილობით დასტურდება, რომ ც.ჯ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ც.ჯ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ც.ჯ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ძე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და მის მეურვედ დაინიშნა ც.ჯ–ძე.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული შუამდგომლობაზე დართული მინდობილობით დასტურდება, რომ ც.ჯ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.ჯ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-ჯერსის შტატის მიდლსექსის მეურვეობისა და მზრუნველობის სასამართლოს 2018 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ჯ–ძე ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ და მის მეურვედ დაინიშნა ც.ჯ–ძე.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი