„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან პირმა სასამართლოს მიმართა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481. „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი
„რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება იმავე ოქმით დადგენილი წესით.“.
3. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. მხარისთვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტია არ მოითხოვება, თუ დავა განიხილება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 732 მუხლი:
„მუხლი 732. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება იმავე კონვენციითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV17 თავით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
თბილისი, 15 დეკემბერი 2023 წ. N3946-XIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 9. საერთაშორისო კომპეტენციის შემთხვევები
- მუხლი 58. სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა
- მუხლი 481. „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი
- მუხლი 732. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2023.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3946-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 490000000.05.001.102151.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3946-XIIIმს-Xმპ, 15.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 490000000.05.001.102151 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6001868/