დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 23.12.2025
საქმის ნომერი
ა-6387-შ-147-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.12.2025

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-6387-შ-147-2025

23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ჰ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N2024/382 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და განქორწინდნენ ე.ს. (თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ: ......, ნ.ი–ის და ს–ის ძე, დაბ.: 28/07/1986 წ. რეგისტრირებული: ქ. სტამბოლი, ქაღითჰანეს რაიონი, ..........., ინდ. რიგ. N: 4) და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჰ–ი თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/1 მუხლის შესაბამისად.

2. ს.ჰ–მა 2025 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრს, რათა შესაბამის რეესტრში გაეტარებინა განქორწინება, თუმცა რეესტრმა მოსთხოვა წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე. შუამდგომლობისა და გადაწყვეტილების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი ცხოვრობს ქ. თბილისში. ამასთან, შუამდგომლობაზე დართული ქორწინების მოწმობიდან ირკვევა, რომ მხარეთა შორის ქორწინება რეგისტრირებულია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.

4. თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებულები იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებულის ადვოკატმა 09/02/2024 წლით დათარიღებულ შუამდგომლობაში განაცხადა, რომ მან უარი თქვა საპასუხო შუამდგომლობით მინიჭებულ ყველა ვადაზე). ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხე დაეთანხმა სარჩელს. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკაში.

5. თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს „საბოლოო ანოტაციით“ დადასტურებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 25 ივნისს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 დეკემბრის განჩინებით ს.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება „სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) და, აქედან გამომდინარე, წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა სწორედ აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეყრდნობა.

11. ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

12. ორმხრივი ხელშეკრულების მე-20 მუხლში ჩამოთვლილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.

13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია.

14. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ჰ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის N11 საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 31 მაისის N 2024/382 გადაწყვეტილება, რომლითაც განქორწინდნენ ე.ს. (თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ: ......, ნ.ი–ის და ს–ის ძე, დაბ.: 28/07/1986 წ. რეგისტრირებული: ქ. სტამბოლი, ქაღითჰანეს რაიონი, ........., ინდ. რიგ. N: 4) და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ს.ჰ–ი თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/1 მუხლის შესაბამისად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან მიქაბერიძე