დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6722-შ-155-2025
23 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ძ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და თურქეთის სამოქალაქო კოდექსის N166/1 მუხლის შესაბამისად განქორწინდნენ ბ.უ., რეგისტრაციის ადგილი: გუბერნია: აიდინი, ოლქი: ........, ოჯახის რიგითი N52, ინდივიდუალური N11, თურქეთის რესპუბლიკის პირადი N………, მამის სახელი: ნ., დედის სახელი: ქ., დაბადებული 24/06/1974წ. და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ძ–ი უ., დაბადებული 02/10/1975 წელს საქართველოში.
2. ქ.ძ–მა 2025 წლის 09 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკაში.
4. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ქ.ძ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.ძ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია ხელშეკრულება „სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ (შემდგომში - „ორმხრივი ხელშეკრულება“) და, აქედან გამომდინარე, წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას საკასაციო პალატა სწორედ აღნიშნულ ხელშეკრულებას დაეყრდნობა.
10. ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
11. ორმხრივი ხელშეკრულების მე-20 მუხლში ჩამოთვლილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა.
12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია.
13. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილება განქორწინების ნაწილში ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-19, მე-20, 22-ე და 23-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ძ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილების განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის ანკარის მე-9 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2021 წლის 07 დეკემბრის N2021/748 გადაწყვეტილება, რომლითაც თურქეთის სამოქალაქო კოდექსის N:166/1 მუხლის შესაბამისად განქორწინდნენ ბ.უ., რეგისტრაციის ადგილი: გუბერნია: აიდინი, ოლქი: ..........., ტომი N: 24, ოჯახის რიგითი N: 52, ინდივიდუალური N: 11, თურქეთის რესპუბლიკის პირადი N: ………., მამის სახელი: ნ., დედის სახელი: ქ., დაბადებული 24/06/1974 წ. და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე ქ.ძ–ი უ., დაბადებული 02/10/1975 წელს საქართველოში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან მიქაბერიძე