დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
26 დეკემბერი 2025 წელი
საქმე№ა-6737-შ-156-2025 ქ. თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ს–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება N 2-340/2019-39
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილებით, ვ.ს–ვას განცხადება განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. ვ.ს–ვა (დაბადების ადგილი: სმოლენსკის ოლქი; დაბადების თარიღი: 13.06.1961; პასპორტი 65 N......, გაც. ФМС 471-ის მიერ 09.10.2014წ) და გ.გ–ს (დაბადების ადგილი: საქართველო, ქარელი, ......; დაბადების თარიღი: 04.03.1969 წელი; პ/ნ ........; პ/მ Nდ1006995, გაც. 12.12.2006წ.) შორის სსგს შიდა ქართლის ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (სააქტო ჩანაწერი N .......).
2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა გ.გ–მა და რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
შუამდგომლობაზე დართული მასალების მიხედვით, ა) მოპასუხე მხარე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სხდომის შესახებ; ბ) რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება N 2-340/2019-39 შესულია კანონიერ ძალაში 2019 წლის 7 სექტემბრიდან და გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. გ) შუამდგომლობის ავტორი - გ.გ–ი არის საქართველოს მოქალაქე.
2025 წლის 10 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა გ.გ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N 39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების N2-340/2019-39 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების N 2-340/2019-39ს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილებით შეწყდა სსგს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება გ.გ–ს და ვ.ს–ვას შორის (სააქტო ჩანაწერი N 52143000163). ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სხდომის შესახებ; რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება N2-340/2019-39 შესულია კანონიერ ძალაში 2019 წლის 7 სექტემბრიდან და გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია. შუამდგომლობის ავტორი - გ.გ–ი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული შეთანხმების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილების N 2-340/2019-39 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქის მონასტირშინსკის რაიონის მუნიციპალური წარმომადგენლობის N39 სასამართლოს 2019 წლის 5 აგვისტოს N2-340/2019-39 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა სსგს ქარელის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება გ.გ–ს და ვ.ს–ვას შორის (აქტის ჩანაწერი N52143000163)
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი