დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
26 თებერვალი 2026 წელი
საქმე№ა-675-შ-20-2026 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ფ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №1938-15)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №1938-15) მოსარჩელე ვ.ფ–ს (......; ........., ბინა 1102; 811 30 სანდვიკენი) და მოპასუხე ვ.ა–ს (........; დაბადების თარიღი: 17.08.1970წ; პ/ნ ..........) შორის შეწყდა ქორწინება
2. 2026 წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ვ.ა–ის შუამდგომლობა, შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1938-15) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
3. შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №1938-15) ირკვევა, რომ ვ.ფ–მა განქორწინების მოთხოვნით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ.ა–ის მიმართ და ეს უკანასკნელი დასთანხმდა განქორწინების მოთხოვნას. ამასთან, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 25 სექტემბრიდან.
4. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით ვ.ა–ის შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1938-15) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1938-15) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. დადგენილია, რომ შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №1938-15) ვ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.ფ–ს (.......-......; .........., ბინა 1102; 811 30 სანდვიკენი) და მოპასუხე ვ.ა–ს (......; დაბადების თარიღი: 17.08.1970წ; პ/ნ .........) შორის შეწყდა ქორწინება და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2015 წლის 25 სექტემბრიდან.
9. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1938-15) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
13. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ა–ის შუამდგომლობა განქორწინების თაობაზე შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1938-15) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის ქალაქ ევლეს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №1938-15) განქორწინების შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ვ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ვ.ფ–ს (.......-.........; ............, ბინა 1102; 811 ...ს–ნი) და მოპასუხე ვ.ა–ს (7....; დაბადების თარიღი: 17.08.1970წ; პ/ნ ........) შორის შეწყდა ქორწინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი