დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-120-შ-6-2026 19 მარტი, 2026 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ქ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (განაჩენი)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (განაჩენი) გ.ქ–ძეს დ.გ–ძის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის - 2021 წლის 3 აპრილს დაბადებული ს.ქ–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 1200 ზლოტის გადახდა 2023 წლის 26 ივლისიდან ყოველი თვის 10 რიცხვამდე დაგვიანებული გადახდის გამო კანონით გათვალისწინებულ დარიცხულ პროცენტულ დანამატთან ერთად. გადაწვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნელიბლივ აღსრულებას.
დ.გ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (განაჩენი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ გ.ქ–ძე სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულდა ნაწილობრივ. ასევე წარმოდგენილია ალიმენტის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 26 ივლისიდან 2025 წლის 17 აპრილის ჩათვლით დავალიანება შეადგენს 22994,91 ზლოტს (5343,55 ევრო).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით დ.ქ–ძის შუამდგომლობა პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (განაჩენი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინების ასლი, დ.ქ–ძის შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე გ.ქ–ძეს და ჩაბარდა 2026 წლის 23 თებერვალს.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.ქ–ძის შუამდგომლობა პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (განაჩენი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (განაჩენი) გ.ქ–ძეს დ.გ–ძის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის - 2021 წლის 3 აპრილს დაბადებული ს.ქ–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 1200 ზლოტის გადახდა 2023 წლის 26 ივლისიდან ყოველი თვის 10 რიცხვამდე დაგვიანებული გადახდის გამო კანონით გათვალისწინებულ დარიცხულ პროცენტულ დანამატთან ერთად. გადაწვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნელიბლივ აღსრულებას.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გ.ქ–ძე სათანადო წესით ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულდა ნაწილობრივ. ასევე წარმოდგენილია ალიმენტის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, 2023 წლის 26 ივლისიდან 2025 წლის 17 აპრილის ჩათვლით დავალიანება შეადგენს 22994,91 ზლოტს (5343,55 ევრო).
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე გ.ქ–ძეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (განაჩენი) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად პოლონეთის ქ.ტურეკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (განაჩენი), რომლითაც გ.ქ–ძეს დ.გ–ძის სასარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილის - 2021 წლის 3 აპრილს დაბადებული ს.ქ–ძის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 1200 ზლოტის გადახდა 2023 წლის 26 ივლისიდან ყოველი თვის 10 რიცხვამდე დაგვიანებული გადახდის გამო კანონით გათვალისწინებულ დარიცხულ პროცენტულ დანამატთან ერთად. ალიმენტის დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 26 ივლისიდან 2025 წლის 17 აპრილის ჩათვლით დავალიანება შეადგენს 22994,91 ზლოტს (5343,55 ევრო).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე