დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 19.03.2026
საქმის ნომერი
ა-394-შ-12-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
19.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-394-შ-12-2026 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.პ.

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელის ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ.კ–ის სარჩელი, 2013 წლის 16 მარტს დაბადებული შვილის - ა. დ. ასული კ–ას საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელის ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ო.პ–ის წარმომადგენელმა პ.ხ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 6 მაისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით ო.პ.ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო.პ.ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დ.კ–ის სარჩელი, 2013 წლის 16 მარტს დაბადებული შვილის - ა. დ. ასული კ–ას საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელის ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 6 მაისს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.პ.ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ტიუმენის ოლქის ტიუმენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.კ–ის სარჩელი, 2013 წლის 16 მარტს დაბადებული შვილის - ა.დ. ასული კ–ას საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელის ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი