დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ა-857-შ-31-2026
24 მარტი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
შუამდგომლობის ავტორი – ი.ც–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმე N XVI 25/05
დავის საგანი – შვილად აყვანა, გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, საქმე N XVI 25/05 ი.ც–ძე, დაბადებული 1980 წლის 18 მაისს, საქართველო, ქალაქ რუსთავში, იშვილა ი.კ–იმ, დაბადებული 1938 წლის 23 მაისს, ქალაქ კენიგსბერგში. შვილად აყვანის შედეგები რეგულირდება ზრდასრული ადამიანის შვილად აყვანის შესახებ დებულებებით. ბავშვის დაბადების გვარად ჩაწერილია კ (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1757-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB)1757-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის ახალ გვარს დაემატება მისი წინა გვარი. შესაბამისად, ნაშვილები ბავშვის გვარი არის „კ-ც–ძე“. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ი.ც–ძემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქმე N XVI 25/05 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ი.ც–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების საქმე N XVI 25/05 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით საქმე N XVI 25/05 ი.ც–ძე, დაბადებული 1980 წლის 18 მაისს, საქართველო, ქალაქ რუსთავში, იშვილა ი.კ–იმ, დაბადებული 1938 წლის 23 მაისს, ქალაქ კენიგსბერგში. შვილად აყვანის შედეგები რეგულირდება ზრდასრული ადამიანის შვილად აყვანის შესახებ დებულებებით. ბავშვის დაბადების გვარად ჩაწერილია კ (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1757-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB)1757-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის ახალ გვარს დაემატება მისი წინა გვარი. შესაბამისად, ნაშვილები ბავშვის გვარი არის „კ-ც–ძე“. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, საქმე N XVI 25/05, რომლითაც ი.ც–ძე, დაბადებული 1980 წლის 18 მაისს, საქართველო, ქალაქ რუსთავში, იშვილა ი.კ–იმ, დაბადებული 1938 წლის 23 მაისს, ქალაქ კენიგსბერგში. შვილად აყვანის შედეგები რეგულირდება ზრდასრული ადამიანის შვილად აყვანის შესახებ დებულებებით. ბავშვის დაბადების გვარად ჩაწერილია კ (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1757-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB)1757-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის ახალ გვარს დაემატება მისი წინა გვარი. შესაბამისად, ნაშვილები ბავშვის გვარი არის „კ-ც–ძე“, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ც–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ ლორახის ადგილობრივი სასამართლოს 2006 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმე N XVI 25/05, რომლითაც ი.ც–ძე, დაბადებული 1980 წლის 18 მაისს, საქართველო, ქალაქ რუსთავში, იშვილა ი.კ–იმ, დაბადებული 1938 წლის 23 მაისს, ქალაქ კენიგსბერგში. შვილად აყვანის შედეგები რეგულირდება ზრდასრული ადამიანის შვილად აყვანის შესახებ დებულებებით. ბავშვის დაბადების გვარად ჩაწერილია კ (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1757-ე მუხლის 1-ლი პუნქტი). გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (BGB)1757-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ბავშვის ახალ გვარს დაემატება მისი წინა გვარი. შესაბამისად, ნაშვილები ბავშვის გვარი არის „კ-ც–ძე“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი