დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 08.05.2026
საქმის ნომერი
ა-71-შ-3-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
08.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-71-შ-3-2026 8 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.ლ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.კ–კ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-002651-67)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-......) გაუქმდა ო.ვ. ძე ლ–სა და ე.ს. ასულ კ–ს შორის, 2022 წლის 8 იანვარს, ქალაქ ბათუმის ქორწინების სასახლეში, (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 86223000001) რეგისტრირებული ქორწინება.

2. 2026 წლის 12 იანვარს ო.ლ–იმ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-.....) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-......) შინაარსით დასტურდება, რომ განმცხადებელი ე.კ–კი იყო.

4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით ო.ლ–ის დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-........) კანონიერ ძალაში შესვლის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი.

6. ზემოაღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაჰბარდა 2026 წლის 05 თებერვალს.

7. 2026 წლის 20 თებერვალს შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ო.ლ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-002651-67) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო.ლ–ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-.........) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-.......) გაუქმდა ო.ვ. ძე ლ–სა და ე.ს. ასულ კ–ს შორის, 2022 წლის 8 იანვარს, ქალაქ ბათუმის ქორწინების სასახლეში, (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 8622300...) რეგისტრირებული ქორწინება.

10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 31 ივლისს. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს პირადობის მოწმობის შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-........) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ლ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ფილევსკის პარკის რაიონის N210 სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმის უნიკალური იდენტიფიკატორი 77MS0193-01-2025-.........), რომლითაც გაუქმდა ო.ვ. ძე ლ–სა და ე.ს. ასულ კ–ს შორის, 2022 წლის 8 იანვარს, ქალაქ ბათუმის ქორწინების სასახლეში, (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: 86223000001) რეგისტრირებული ქორწინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი