დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ა-1947-შ-68-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1947-შ-68-2026 1 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე – ო.ჩ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჩ–სა და ო.ჩ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

მ.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 20 აპრილს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლითით დასტურდება, რომ მ.ჩ–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით მ.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ჩ–სა და ო.ჩ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 20 აპრილს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლითით დასტურდება, რომ მ.ჩ–ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს თურქეთის რესპუბლიკის აქჩაქოჯას პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ჩ–სა და ო.ჩ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი