დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ა-3012-შ-106-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3012-შ-106-2026 9 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ო.ჩ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ჩ–მა სახელი „ო.“ შეიცვალა სახელით „ო.ჩ.,“ ხოლო გვარი „ჩ.“ შეიცვალა გვარით „მ–ძე.“

ო.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2026 წლის 1 აპრილს და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 ივნისის განჩინებით ო.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ო.ჩ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.ჩ–მა სახელი „ო.“ შეიცვალა სახელით „ო.ჩ.,“ ხოლო გვარი „ჩ.“ შეიცვალა გვარით „მ–ძე.“ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2026 წლის 1 აპრილს და აღსრულებულია თურქეთის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო.ჩ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის აქჩააბათის მე-2 სამოქალაქო დავათა საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ო.ჩ–მა სახელი „ო.“ შეიცვალა სახელით „ო.ჩ.,“ ხოლო გვარი „ჩ.“ შეიცვალა გვარით „მ–ძე.“

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი