დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-558-2026
14 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,პ.დ–ვა'' (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინება, ამავე სასამართლოს 2026 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სადაზღვეო ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ.დ–ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს ,,პ.დ–ვის'' მიმართ, სადაზღვეო ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 იანვრის განჩინებით თ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, მოსარჩელემ 2026 წლის 06 მარტს კვლავ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით თ.დ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 იანვრის განჩინებაზე და ამავე სასამართლოს 2026 წლის 12 მარტის განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მაისის განჩინებით თ.დ–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 მაისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს რ.ჯ–ძეს პირადად ჩაბარდა 2026 წლის 11 მაისს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებით თ.დ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2026 წლის 30 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარეგისტრირდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის შუამდგომლობა Nა-3200-26 საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებით თ.დ–ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად. ამდენად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით, თ.დ–ძის კერძო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2026 წლის 22 ივნისს. შუამდგომლობა Nა-3200-26 საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კი წარმოდგენილი იქნა 2026 წლის 30 ივნისს, რაც ამ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.დ–ძის წარმომადგენლის რ.ჯ–ძის 2026 წლის 30 ივნისის Nა-3200-26 შუამდგომლობა დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია