დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 24.06.2026
საქმის ნომერი
ა-1717-შ-58-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
24.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1717-შ-58-2026 24 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობა

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ქ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება T 2126-21

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის N2126-21 გადაწყვეტილებით, ა. ქ–სა (.........., დრეთინგე ........, 36391 ბრაოს) და თ.გ–ს (19940514, საქართველო, თბილისი, .............; პ/ნ ..........) შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა.

2. თ.გ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით, თ.გ–ის შუამდგომლობა შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების T 2126-21, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებოთ T 2126-21, გაუქმდა ა. ქ–სა (........., დრეთინგე ........., 36391 ბრაოს) და თ.გ–ს (19940514, საქართველო, თბილისი, ..........; დაბ.14.05.1994; პ/ნ .........) შორის რეგისტრირებული ქორწინება.

6. საქმის მასალებით დგინდება, რომ შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება T 2126-21, კანონიერ ძალაშია შესული 2021 წლის 27 სექტემბრიდან და არ გასაჩივრებულა.

7. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა და მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია შვედეთში.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

11. საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ არის გასაჩივრებული და მიღებულია საპროცესო წესების დაცვით. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს საჯარო წესრიგთან ან ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან შეუსაბამობა, აგრეთვე არ არსებობს პარალელური სასამართლო დავა ან წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება.

12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება N2126-21, ა. ქ–სა (19911208-7474, დრეთინგე .... BV, 36391 ბრაოს) და თ.გ–ს (19940514, საქართველო, თბილისი, ..........; დაბ.14.05.1994; პ/ნ .........) შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ.გ–ის (დაბ. 14.05.1994; პ/ნ ..........) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის ქალაქ კალმარის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება N2126-21, ა.ქ–სა (19911208-7474, დრეთინგე ........., 36391 ბრაოს) და თ.გ–ს (19940514, საქართველო, თბილისი, ე.........., 0148; დაბ.14.05.1994; პ/ნ ..........) შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე