კომისიის მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ; კომისიის მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილებას კომისია იღებს გადაწყვეტილების ფორმით
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე