ადმინისტრაციული საჩივარი

2 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი · მუხლი 2

დაინტერესებული პირის მიერ კომისიაში წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის ან წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის განმახორციელებელი საწარმოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (დადგენილების) გაუქმების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე

„დავების განხილვის წესების“ დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →