აფილირებული პირი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

ნებისმიერი პირისთვის: ა.ა) წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) მეტის მფლობელი, ან წილობრივი მონაწილეობის ათ პროცენტზე (10%) ნაკლების მფლობელი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ამ პირის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე; ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის წილის ოცდახუთ (25%) პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის წილის ოცდახუთ პროცენტზე (25%) მეტს; ა.გ) საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი

საქართველოს კანონის პროექტი - დაგროვებითი პენსიის შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →