საჰაერო ხომალდების დასაფრენად სახელსაწყო შესვლის განსახორციელებლად განკუთვნილი ადზ-ს ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი ტიპი: ქ.ა) დასაფრენად არაზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ – ადზ, რომელიც აღჭურვილია ვიზუალური საშუალებებით და რომელიმე არავიზუალური საშუალებით, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის მიმართვას დასაფრენად პირდაპირი შესვლისთვის; ქ.ბ) 1-ლი კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის აღჭურვილი ადზ (CAT I) – ადზ, აღჭურვილი ILS-ის ან/და MLS-ის სისტემებით და ვიზუალური საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლას, გადაწყვეტილების მიღების არანაკლებ 60 მ (200 ფტ) სიმაღლიდან და არანაკლებ 800 მ ხილვადობის პირობებში ან ადზ-ზე არანაკლებ 550 მ ხილვადობის სიშორის პირობებში; ქ.გ) მე-2 კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ (CAT II) – ადზ, აღჭურვილი ILS-ის ან/და MLS-ის სისტემებით და ვიზუალური საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლას, გადაწყვეტილების მიღების 60 მ-ზე (200 ფტ) ნაკლები სიმაღლიდან, მაგრამ არანაკლებ 30 მ-სა და ადზ-ზე არანაკლებ 300 მ ხილვადობის სიშორის პირობებში; ქ.დ) მე-3 კატეგორიით დასაფრენად ზუსტი შესვლისათვის აღჭურვილი ადზ (CAT III) -ადზ, აღჭურვილი ILS-ის და/ან MLS-ის სისტემებით, რომლებიც მოქმედებენ ადზ-მდე, ასევე ადზ-ს მთელი ზედაპირის გასწვრივ და: ქ.დ.ა) A ტიპისთვის უზრუნველყოფენ სხ-ის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების 30 მ-ზე (100 ფუტი) ნაკლები სიმაღლიდან ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე არანაკლებ 175 მ ხილვადობის სიშორის პირობებში; ქ.დ.ბ) B ტიპისთვის უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების 15 მ-ზე (50 ფუტი) ნაკლები სიმაღლლიდან ან გადაწყვეტილების მიღების სიმაღლის შეუზღუდავად და ადზ-ზე 175 მ-ზე ნაკლები, მაგრამ არანაკლებ 50 მ ხილვადობის სიშორის პირობებში; ქ.დ.გ) C ტიპისთვის უზრუნველყოფენ საჰაერო ხომალდის დასაფრენად შესვლასა და დაფრენას, გადაწყვეტილების მიღების სიმაღლისა და ადზ-ზე ხილვადობის სიშორის შეუზღუდავად
აღჭურვილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით