გულისხმობს: გ.ა) არეს, სადაც სრულდება რომელიმე შემდეგი პირობა: გ.ა.ა) შეუძლებელია იძულებითი დაფრენის უსაფრთხოდ განხორციელება, შესაფერისი ზედაპირის არარსებობის გამო; გ.ა.ბ) შეუძლებელია შვეულმფრენის ბორტზე არსებული პირები სათანადოდ იყვნენ დაცული გარემო-პირობების ზემოქმედებისაგან; გ.ა.გ) არ არის უზრუნველყოფილი ძებნა-შველის საპასუხო მოქმედებები/შესაძლებლობა, რომელიც მოსალოდნელი ზემოქმედების თანაზომიერია; გ.ა.დ) არსებობს ხმელეთზე ადამიანებისა და ქონებისათვის ზიანის მიყენების რისკი. გ.ბ) შემდეგ არეებს: გ.ბ.ა) წყლის ზედაპირის თავზე ექსპლუატაციისას, ღია ზღვის არე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით 45°N პარალელისა და სამხრეთით 45°S პარალელის მიღმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნებისმიერი ასეთი არეს ნაწილი განსაზღვრულია, როგორც „ხელსაყრელი“, იმ სახელმწიფოს პასუხისმგებელი ხელისუფლების მიერ, სადაც ხორციელდება ექსპლუატაცია; და გ.ბ.ბ) მჭიდროდ დასახლებული რაიონების იმ ნაწილებს, სადაც არ არის ხელმისაწვდომი უსაფრთხო იძულებითი დაფრენისათვის გამოსადეგი არეები
საერთო დანიშნულების ავიაციის მიზნებისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ