არაკომპლექსური საწარმო

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: ა.ა) რეგულარულად ახორციელებს სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევას არაუმეტეს ერთი სამუშაო ადგილიდან; ა.ბ) წლიური ბრუნვა საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო ან სარადიოლოკაციო მომსახურებისთვის არ აღემატება 3 000 000 ლარს; ა.გ) საჰაერო სივრცის ორგანიზების ან საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გაწევის მომსახურებას ახორციელებს 20 ან ნაკლები სრულ განაკვეთზე მომუშავე პერსონალის მიერ; ა.დ) საჰაერო მოძრაობის მომსახურებას ახორციელებს შემდეგი სახის ფრენებისთვის: ა.დ.ა) საავიაციო სამუშაოები; ა.დ.ბ) საერთო დანიშნულების ავიაცია; ა.დ.გ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მაქსიმალური ასაფრენი მასის 10 ტონაზე ნაკლები ან 20 სავარძელზე ნაკლები სამგზავრო სავარძლის მქონე საჰაერო ხომალდებით, ან ა.დ.დ) კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება წელიწადში 10 000-ზე ნაკლები აფრენა-დაფრენის რაოდენობით, მიუხედავად მაქსიმალური ასაფრენი მასისა და სამგზავრო სავარძლების რაოდენობისა

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 3

ყველა ტერმინი →