არომატიზატორი

განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით

პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ არ გამოიყენება სურსათად და რომლის დამატება ხდება სურსათისათვის არომატის ან/და გემოს მიცემის ან შეცვლის მიზნით. არომატიზატორი მზადდება ან შედგება არომატული ნივთიერებების, არომატული პრეპარატების, თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორების, შესაბოლი არომატიზატორების, გემოს პრეკურსორების ან სხვა არომატიზატორების ან მათი ნარევებისაგან. არომატიზატორებს მიეკუთვნება: ე.ა) არომატული ნივთიერებები - განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებები დამახასიათებელი გემოთი და არომატით; ე.ბ) ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები - არომატული ნივთიერებები, რომლებიც მიიღება შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული, მიკრობიოლოგიური პროცესებით მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან, ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის ტრადიციული მეთოდებით დამზადებისას. (დაქუცმაცება, მომინანქრება-მოჭირქვა, თერმული დამუშავება, ხარშვა, გამოცხობა, ზეთში შეწვა (2400C-მდე ატმოსფერულ წნევაზე) და ხარშვა ატმოსფერულ წნევაზე - 120 0C-მდე, გაცივება, რექტიფიკაცია, გამოშრობა, აორთქლება, ექსტრაქცია, ფერმენტაცია, ფილტრაცია, დაქუცმაცება, დაყოვნება, მაცერაცია, მიკრობიოლოგიური პროცესები, კანის გაცლა, პერკოლაცია, დაწნეხა, გაყინვა, მოხალვა, დალბობა, გამოწურვა). ნატურალური (ბუნებრივი) არომატული ნივთიერებები შეესაბამებიან ბუნებაში ბუნებრივად არსებულ ან გამოვლენილ ნივთიერებებს; ე.გ) არომატული პრეპარატი - პროდუქტი, გარდა არომატული ნივთიერებებისა, რომლიც ამ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ან მეტი ტრადიციული მეთოდის გამოყენებით მიიღება: ე.გ.ა) სურსათისაგან, შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური პროცესებით ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის დამზადებისას; ე.გ.ბ) მცენარეული, ცხოველური და მიკრობიოლოგიური წარმოშობის მასალისაგან შესაბამისი ფიზიკური, ფერმენტული და მიკრობიოლოგიური პროცესებით ნედლი ან გადამუშავებული სახით და გამოიყენება ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის დამზადებისას; ე.დ) თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ინგრედიენტების ნარევის თერმული დამუშავების შემდეგ, რომელთაც არ არის აუცილებელი ახასიათებდეს არომატული თვისებები, რომელთაგან სულ მცირე ერთი მაინც შეიცავს აზოტს (ამინო-), ხოლო მეორე აუცილებლად უნდა იყოს რედუცირებული შაქარი. თერმული ტექნოლოგიური არომატიზატორის ინგრედიენტები შეიძლება იყოს სურსათი ან/და საწყისი ნედლეული; ე.ე) შესაბოლი არომატიზატორი - პროდუქტი, რომელიც მიიღება ბოლის კონდენსატის ფრაქციებად დაყოფითა და გაწმენდით, პირველადი შესაბოლი კონდენსატის, ფისების პირველადი ფრაქციის ან/და წარმოებული შესაბოლი არომატიზატორების წარმოქმნით; ე.ვ) არომატიზატორის პრეკურსორი - პროდუქტი, რომელსაც შესაძლებელია თავისთავად არ ჰქონდეს გემური თვისებები, რომელიც მიზნობრივად ემატება სურსათს გადამუშავების დროს და დესტრუქციის ან სხვა კომპონენტებთან რეაქციის შედეგად იწვევს გემოს გაძლიერებას. შესაძლებელია მიღებულ იქნეს სურსათისაგან ან/და საწყისი ნედლეულისაგან; ე.ზ) სხვა არომატიზატორები - დანამატები, რომელიც ემატება ან განკუთვნილია სურსათში დასამატებლად გემოს ან/და სუნის მიცემისთვის და რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ე.ა-ე.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საშუალებებს

ტექნიკური რეგლამენტის - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →