ავტობუსი

3 განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში

მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით, მძღოლის ადგილის გარდა (M2 და M3 კატეგორიები); ვ.ა) M2 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა; ვ.ბ) M3 კატეგორიის – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ“ შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონაზე მეტია; ზ ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელიც მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებას საავტომობილო გზაზე, დადგენილი წესით; თ ) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც მგზავრობს სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, გადაზიდვა-გადაყვანის ხელშეკრულების საფუძველზე; ი ) ხელბარგი – მგზავრის მიერ პერსონალურად გადასატანი ნივთი, ზომით არა უმეტეს 60 სმ × 40 სმ × 30 სმ; კ ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანა – (გადაზიდვა საავტომობილო გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მგზავრთა გადაყვანა) – ტვირთის გადაზიდვა; ლ ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ახორციელებს ავტოსატრანსპორტო გადაყვანა -გადაზიდვას; მ) რეგულარული გადაყვანა – მგზავრთა მრავალჯერადი გადაყვანა, რომელიც სრულდება იმ განსაზღვრულ ი, მოძრაობის დადგენილი განრიგის შესაბამისად, რომლით სარგებლობის უფლებაც აქვს ნებისმიერ პირს; ნ ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრის გადაყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით (არსებობის შემთხვევაში), თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში; ო ) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმოსვლისათვის წინასწარ დადგენილი გზასავალი; პ ) რეისი – მარშუტზე შესრულებული ან შესასრულებელი სატრანსპორტო პროცესი; ჟ ) მოძრაობის განრიგი – მარშრუტზე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის, მიმოსვლის ინტერვალისა და შუალედურ პუნქტებში გაჩერებების განმსაზღვრელი ცხრილი; რ) ნებართვა – თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებლისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ს ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი; ტ) ნებართვის გამცემი – ქალაქ ქუთაისის მერი; უ) პირი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი; ფ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს ნებართვის გამცემს ნებართვის მისაღებად.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება

ქალაქ ლანჩხუთის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

მგზავრის გადასაყვანად და მისი ბარგის გადასატანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ · მუხლი 2

ყველა ტერმინი →