დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც განაპირობებს ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყების ან საქმიანობის წარუმატებლად განხორცილების შემთხვევაში, მინიმალური ფინანსური დანაკარგებით (დანახარჯებით), მისი შეწყვეტის შეუძლებლობას. ამგვარი დაბრკოლება არ არის განპირობებული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებით და დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების საერთო ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებთან, მათ შორის: საქმიანობის წამოწყებისას აუნაზღაურებადი კაპიტალური დანახარჯების მაღალ წილთან, აქტივების დაბალ ლიკვიდურობასთან, საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობასთან, ეკონომიკური აგენტის დაბალ საფონდო კაპიტალიზაციასთან, ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის მაღალ ტრანზაქციულ ხარჯებთან და სხვა. ბაზარზე შესვლის სისტემურ დაბრკოლებად განიხილება ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებიც
ბაზარზე შესვლის სისტემური დაბრკოლება
განმარტება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით